სალექციო კურსი მსოფლიო რელიგიებისა და კულტურის შესახებ
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი და კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონული პროგრამა „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი“ იწყებს სალექციო კურსს მსოფლიო რელიგიებისა და კულტურის შესახებ.

აღწერა: ქუთაისში მცხოვრებ სტუდენტებს და საკითხით დაინტერესებულ პირებს ხუთი თვის განმავლობაში საშუალება ექნებათ, გაეცნონ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ჰინდუიზმი, ბუდიზმი) ძირითად არსს და ისტორიას, დაესწრონ შესაბამისი დარგის წამყვანი სპეციალისტების ლექციებს და შეხვდნენ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს. კურსის მონაწილეები ასევე მოისმენენ ლექციებს კულტურასა და რელიგიასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე, მონაწილეობას მიიღებენ პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ დისკუსიებში.
ამასთანავე, კურსი ითვალისწინებს საქართველოში არსებული რელიგიური ძეგლების და ცენტრების დათვალიერებას, ესეების კონკურსს და ფილმების ჩვენებას.

სალექციო კურსი უფასოა!
სრული კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატი.

ხანგრძლივობა: ლექციები დაიწყება აპრილიდან და დასრულდება ივლისის ბოლოს. შეხვედრები ჩატარდება ორკვირიანი ინტერვალებით.

მდებარეობა: ქალაქი ქუთაისი

თავსებადობა: განაცხადის შემოტანა შეუძლიათ ქუთაისში მცხოვრებ 17-დან 30 წლამდე პირებს.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 10 აპრილი

სახელი *
Your answer
გვარი *
Your answer
დაბადების თარიღი *
MM
/
DD
/
YYYY
ტელეფონი *
Your answer
E-mail *
Your answer
სასწავლებელი, რომელშიც სწავლობთ/დაამთავრეთ *
Your answer
აკადემიური ხარისხი *
სპეციალობა *
Your answer
საიდან მიიღეთ ინფორმაცია პროექტის შესახებ? *
Your answer
მოგვიყევით თქვენს შესახებ(არაუმეტეს 150 სიტყვისა) *
Your answer
გთხოვთ დაგვისაბუთოთ პროექტში მონაწილეობის მოტივაცია(არაუმეტეს 200 სიტყვისა) *
Your answer
Submit
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Additional Terms