"როზადან სიმონამდე" - ზაფხულის სტრიმი! 15 აგვისტო - 15 სექტემბერი
ფემინისტური ფილმების ფესტივალს "როზადან სიმონამდე" მიმდინარე წლიდან უკვე საკუთარი ვებსაიტი აქვს!
ამის აღსანიშნავად, "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გადავწყვიტეთ ზაფხულის სტრიმი შემოგთავაზოთ. ფესტივალის 2023 წლის კინოპროგრამა, რომელთა ჩვენებები 3-5 მარტს შემოგთავაზეთ, ონლაინ ინაცვლებს და 15 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით ხელმისაწვდომი იქნება ვებსაიტზე femfilmfest.wisg.org.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი ფილმი, რეჟისორთა თხოვნით, პასვორდითაა დაცული. ამ ფორმის შევსების შემდეგ პასვორდს მეილზე გამოგიგზავნით. ფორმის საშუალებით ფესტივალთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვასაც დაგისვამთ, რაც ფესტივალის სამომავლო დაგეგმვისას დაგვეხმარება.
ფესტივალსა და საფესტივალო ფილმებთან დაკავშირებით თქვენი დამატებითი მოსაზრებები და იდეები გთხოვთ გაგვიზიაროთ მეილზე: femfilmefest@wisg.org
გაგვიხარდება, თუ სოციალური მედიის საშუალებით ფესტივალის და ზაფხულის სტრიმის შესახებ თქვენს მეგობრებსაც შეატყობინებთ, რათა ფემინისტური ფილმები უფრო დიდ აუდიტორიას მისწვდეს.
სასიამოვნო ყურებას გისურვებთ!