კავკასიის უნივერსიტეტი 2024-2025 აკადემიური წლისთვის აცხადებს მიღებას 18 სამაგისტრო პროგრამაზე
მაგისტრატურაში, შერჩეულ ნებისმიერ პროგრამაზე, სწავლის დაფინანსება სახელმწიფო გრანტთან ერთად შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც გულისხმობს 50%-იან დაფინანსებას პროგრამის სრულ ღირებულებაზე.
CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს:
თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამურ ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი;
თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დააგროვებთ მაქსიმალური საგრანტო ქულის 65% და მეტს.
თუ ამ ორი პირობიდან რომელიმეს აკმაყოფილებთ, შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ საგრანტო კონკურსში და მოიპოვოთ CU გრანტი.