კონკურსი ახალგაზრდული კლუბების წევრთა შესარჩევად - განაცხადის ფორმა

ცხადდება ახალგაზრდული კლუბების წევრთა შერჩევა, პროექტის „ახალგაზრდების ხმა უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერებას, რათა ისინი ჩაერთონ ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში. პროექტი ითვალისწინებს ახალგაზრდების ჩართულობას სხვადასხვა სახის არაფორმალურ საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობაში. პროექტის ფარგლებში იგეგმება ახალგაზრდული კლუბების ჩამოყალიბება და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა. კლუბის წევრები 2 წლის განმავლობაში იქნებიან ჩართული კლუბის საქმიანობიში. პროექტის ყველაზე აქტიურ მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ ჩაერთონ ევროპაში დაგეგმილ სასწავლო ვიზიტში, მიიღონ მონაწილეობა ბანაკებში, სასწავლო ტრენინგებში, იდეათონებსა და სხვა სახის არაფორმალურ სასწავლო აქტივობებში. პროექტის მხარდაჭერით, კლუბის წევრები ჩაერთვებიან საკუთარი თემის ახალგაზრდების საჭიროებების გამოვლენასა და, მუნიციპალიტეთან თანამშრომლობის გზით, იმუშავებენ გამოვლენილი პრობლემების გადაჭრაზე. 

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ შიდა ქართლში, ქვემო ქართლში და სამეგრელოს რეგიონებში მცხოვრებ 13 – 18 წლის ახალგაზრდებს შემდეგი თემებიდან: 

შიდა ქართლი, გორის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე სოფლები და დევნილთა დასახლებები; 

ქვემო ქართლი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი; 

სამეგრელო - წალენჯიხა, ჯვარი და ზუგდიდი. 

შერჩევა მოხდება ღია კონკურსის გზით შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: 

  • მაღალი მოტივაცია; 
  • მოხალისეობრივი საქმიანობის მიმართ ინტერესი; 
  • ლიდერობის პოტენციალი; 
  • კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება. 

წარმატებული აპლიკანტები მოწვეული იქნებიან გასაუბრებისთვის. 

პროექტი მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით და ხორციელდება “ქეა კავკასიის” მიერ, ადგილობრივ პარტიორ ორგანიზაციებთან, “თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრთან” და “ნეოგენთან” თანამშრომლობით.

Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი და გვარი *
ასაკი *
ქალაქი/სოფელი/დასახლება *
ელ-ფოსტა *
ტელეფონის ნომერი *
კლუბის შეხვედრებისთვის სასურველი დღეები *
Required
რა მოლოდინი გაქვთ პროექტთან დაკავშირებით?  (სულ მცირე 100 სიტყვა *
რისი შეცვლა ან რა პრობლემის გადაჭრა გსურთ თქვენ თემში/ქალაქში/სოფელში?  (სულ მცირე 100 სიტყვა *
კომენტარი
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. - Terms of Service - Privacy Policy

Does this form look suspicious? Report