ბიომრავალფეროვნება და საქართველო
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი გიწვევთ IV სამეცნიერო კონფერენციაზე - “ბიომრავალფეროვნება და საქართველო”, რომელიც გაიმართება ქალაქ თბილისში, ბოტანიკურ ბაღში, 2018 წლის 22-23 მაისს. ტრადიციულად, კონფერენცია მიეძღვნება ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს.

2018 წელს ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის თემა გახლავთ „ბიომრავალფეროვნებისათვის მოქმედების 25 წელი - მიზნები, მიღწევები და მომავალი”. კონფერენციის თემა დაკავშირებულია ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ რიოს კონვენციის ძალაში შესვლის 25-ე წლისთავთან!

ბიომრავალფეროვნების კონვენციის სამდივნოს განცხადებით “კონვენციის 25-ე წლისთავი წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას ხაზი გაესვას მის მიღწევებს ეროვნულ და გლობალურ დონეებზე. იგი ასევე იძლევა წინ, მომავალში გახედვის შესაძლებლობას, რამდენადაც ჩვენ ვიწყებთ 2011-2020 ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიული გეგმის შედეგების გააზრებას”.

IV სამეცნიერო კონფერენცია “ბიომრავალფეროვნება და საქართველო” შეტანილია გაეროს ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კალენდარში.


კონფერენციის თემატური მიმართულებები:

• ბიომრავალფეროვნების კონვენცია და საქართველო;
• ბიომრავალფეროვნების შესწავლა, შეფასება და კონსერვაცია;
• მცენარეთა და ჰაბიტატების მრავალფეროვნება და კონსერვაცია;
• მცენარეთა ინტროდუქცია, ადაპტაცია, მცენარეთა კოლექციები და მათი მართვა;
• მეყვავილეობა, დეკორატიული მებაღება და ლანდშაფტის დიზაინი;
• ეთნობოტანიკა, ტრადიციული კულტურები და მათი შენარჩუნება;
• ეკოლოგიური განათლება;
• ბოტანიკური ბაღების მენეჯმენტი;
• ბოტანიკური ბაღების სიახლეები და მიღწევები.

თემატური სექციები:

1. ბიომრავალფეროვნების კონვენცია და საქართველო
2. მცენარეთა მრავალფეროვნების შესწავლა და კონსერვაცია
3. მცენარეთა კოლექციები ბოტანიკურ ბაღებში
4. ბოტანიკური ბაღების საქმიანობა, შედეგები და პერსპექტივები

სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა 2018 წლის 10 აპრილამდე გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ამავე ვებ-გვერდზე, სადაც მოცემულია კონფერენციაში მონაწილეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტექნიკური მოთხოვნები.

გისურვებთ წარმატებებს!

Email address *
Next
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Additional Terms