დარეგისტრირდი მონაწილედ 

Women Techmakers არის Google–ის მიერ ინიცირებული პროგრამა, რომელიც ტექნოლოგიების სფეროებში გოგონებისა და ქალების წახალისებას ისახავს მიზნად. ინიციატივაში ჩართულია მსოფლიოს ყველა ქვეყანა ელჩების საშუალებით, რომლებიც სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, ბანაკებსა და ტექნოლოგიურ საუბრებს აწყობენ სფეროში ქალის როლის გააქტიურების მიზნით. საქართველო ამ გლობალურ ინიციატივას 2014 წლიდან უერთდება, Women Techmakers Georgia-ს (WTM) დაარსებიდან. ნახეთ მეტი ჩვენს შესახებ საიტზე.

ქალთა საერთაშორისო დღე არის გლობალური ღონისძიებების სერია, რომელიც ორგანიზებულია Google's Women Techmakers პროგრამის ელჩების მიერ. ეს პროგრამა ეძღვნება ტექნოლოგიაში გენდერული გამოწვევების გადალახვას და ისეთი სამყაროს შექმნას, სადაც ყველა ქალს შეუძლია თვითრეალიზაცია ტექნოლოგიაში. ეს ღონისძიება გაანათლებს, დააკავშირებს და შთააგონებს ჩვენს ადგილობრივ ტექნოლოგიურ საზოგადოებას. Საქართველო უკვე მეექვსედ მასპინძლობს WTM ღონისძიებას. Გვიხარია, რომ წარმოვადგენთ საქართველოს Google Women Techmakers-ის რუქაზე. 

წლევანდელი წლის თემაა „შეცვალე მომავალი“, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ტექნოლოგიებში წარმატებული ქალების წარმოჩენით და ახალი თაობების შთაგონებით. ამ მიზნით, გაიმართება 1 დღიანი ტექნოლოგიური კონფერენცია, სადაც საგანმანათლებლო და ნეთვორქინგ აქტივობები ჩატარდება სამ პარალელურ სივრცეში. ღონისძიების მთავარი თემებია ხელოვნური ინტელექტი (AI/ML), ვებ აპლიკაციები (Android/iOS) და სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციები. მოწვეული არიან სპიკერები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წარმატებები აქვთ ტექნოლოგიების სფეროში. თუმცა, ღონისძებაზე ვიწვევთ ახალბედა გამომვსველელბსაც, რომლებიც ჩვენთან გადადგავენ პირველ წარმატებულ ნაბიჯებს ტექნოლოგიებზე საჯარო საუბრების კუთხით.

ჩაინიშნე ჩვენი შეხვედრის დრო და ადგილი:

თარიღი: 14 მარტი, 2024 (13:00 - 21:00 საათი)
ადგილი: ტერმინალი, აბაშიძის 34, თბილისი
სამუშაო ენა: ქართული

მიუთითე შენი მეილი  *
მიუთითე შენი ტელეფონი
მიუთითე შენი სახელი და გვარი  *
რომელ ჯგუფს მიაკუთვნებ თავს?  *
საიდან შეიტყვე ღონისძიების შესახებ? 
Clear selection
რა მოლოდინი გაქვთ ღონისძიებისგან?
თანახმა ხართ თუ არა მიიღოთ ინფორმაცია ჩვენს შემდგომ ღონისძიებებზე? *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy