ორგანიზაცია “StaySafeHospitality Georgia” ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის (სასტუმრო და რესტორნის სექტორი) ატარებს საინფორმაციო სემინარს / პრეზენტაციას ქ. ბათუმში.
“StaySafeHospitatly Georgia” წარმოადგენს შვედურ/ბრიტანული კომპანიის StaySafe Hospitality & GoFast Hospitality Solutions (
www.staysafehospitality.com) წარმომადგენელი საქართველოში. უცხოელ პარტნიორებთან ერთად ახლო მომავალში დაგეგმილია ქართულ ბაზარზე შემდეგი ძირითადი სერვისების შეთავაზება:
•
უსაფრთხოების და დაცვის კუთხით კომპანიაში (სასტუმრო და ა.შ.) არსებული სიტუაციის ანალიზი, შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება
•
საერთაშორისო სერთიფიცირება - StaySafe Hospitality-ის სერთიფიკატი
•
თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა Safety & Security სფეროში
•
ტრენინგები უსაფრთხოების და დაცვის მიმართულებით
ამ სერვისების დანერგვა მოხდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით, ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით.
საინფორმაციო სემინარის/პრეზენტაციის თარიღი და დრო - 3 ივლისი (17.00-18.30 სთ.)
საინფორმაციო სემინარის/პრეზენტაციის ლოკაცია - “ბათუმის ბიზნეს ცენტრი“ (Business Loft) - მის: ქ. ბათუმი, ს. ჟღენტის ქ.1 - ე.წ. „კემპინსკის სასტუმროს“ შენობაში (მე-3 სართული).