გამარჯობა! მოხარულები ვართ, რომ გხედავთ ჩვენი სტუდიის გვერდზე!
ზალიკოს სტუდია დაარსდა 2005 წლის 25 თებერვალს.
სამხატვრო სტუდიაში მიიღება იწყება 3 წლის ასაკიდან;
სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის მეცადინეობა ტარდება კვირაში 2-ჯერ.
გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1 საათი.
უფროსებისთვის მეცადინეობა ტარდება კვირაში 2-ჯერ.
გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1.5. საათი.
გამოყენებითი ხელოვნება ტარდება კვირაში ერთხელ. (შაბათს ან კვირას)
გაკვეთილის ხანგრძლივობაა 2 საათი.
ფასში შედის ყველაფერი, სტუდიის მოსწავლეებს არ უწევთ დამატებითი ინვენტარის შეძენა. (სახატავი მასალა ბავშვებს ადგილზე ხვდება)
წლის განმავლობაში, სტუდიის მოსწავლეები მონაწილეობენ მრავალ აქციასა და გამოფენაში.
სტუდიაში, შექმნილია კომფორტული გარემო მშობლებისთვის. მათ შეუძლიათ დაელოდონ თავის ბავშვს, სპეციალურ, მოსაცდელ ოთახში.
სტუდიის მიერ მოწყობილ გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება სავალდებულოა და მოსწავლეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სიგელი.