კონკურსი სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის!

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, მიმდინარე წლის ივნისი-დეკემბრის თვეში განახორციელებს პროექტს „სამოქალაქო განათლების სიმულაციები საქართველოს სკოლებისთვის“ ("Civic Education Simulations for Georgian Schools“).
პროექტის მიზანია: სამოქალაქო საზოგადოებრივი დიალოგისა და კულტურის პოლიტიკის ღონისძიებების მეშვეობით დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერება.
პროექტში კონკურსის გზით შერჩეული 20 პედაგოგი 15-16 ივნისს, გერმანელ ექსპერტებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს შეხვედრაში, შემდეგ თემებზე სამუშაოდ:

• თანამშრომლობა და დემოკრატიის პრინციპები
• ულტრამემარჯვენე პოპულიზმის წინააღმდეგ ბრძოლა
• კონფლიქტის მოგვარება

კარგი პრაქტიკის გაზიარების მიზნით, პროექტში ჩართული პედაგოგები, გაივლიან ტრენინგებს სიმულაციური თამაშების ორგანიზების შესახებ. აღნიშნული ტრენინგი ჩატარდება გერმანიის დედაქალაქ ბერლინში.
ტრენინგის გავლის შემდეგ, პედაგოგები თავიანთ რეგიონებში ჩაატარებენ თემატურ სიმულაციურ თამაშებს მოსწავლეების მონაწილეობით.
პროექტში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ სამოქალაქო განათლების პედაგოგს, საქართველოს მასშტაბით. კონკურსის გზით შეირჩევა 20 მასწავლებელი.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა არის 11.06.2019
სახელი და გვარი *
ელექტრონული ფოსტა *
სკოლა, რომელშიც ასწავლით *
საკონტაქტო ნომერი *
აღწერეთ მიმდინარე სასწავლო წლის მანძილზე გაწეული პროფესიული განვითარების საქმიანობები (განვლილი კურსები, სემინარები, პროფესიული ლიტერატურა, რომელსაც გაეცანით ან პროფესიული განვითარების სხვა ღონისძიება). კურსების და სემინარების შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითეთ განმახორციელებელი ორგანიზაცია, თვე და წელი. *
მიმდინარე აკადემიური წლის მანძილზე რა სახის სიახლეები დანერგეთ სწავლების პროცესში და რატომ? *
გთხოვთ მოკლედ აღწეროთ მიმდინარე აკადემიური წლის განამვლობაში თქვენი ხელმძღვანელობით განხორციელებული აქტივობები *
თქვენი მოტივაცია (რატომ გსურთ პროექტში მონაწილეობა და როგორ გამოიყენებთ მიღებულ გამოცდილებას მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში?) *
ინგლისური ენის ცოდნა
ვადასტურებ, რომ ჩემი შერჩევის შემთხვევაში მონაწილეობას მივიღებ პროექტით გათვალისწინებულ ყველა აქტივობაში *
Required
Submit
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. - Terms of Service - Privacy Policy