სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, იწყებს მასწავლებლების რეგისტრაციას ტრენინგში „პროექტული სწავლება“ მონაწილეობისთვის.
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, იწყებს მასწავლებლების რეგისტრაციას ტრენინგში „პროექტული სწავლება“ მონაწილეობისთვის. ტრენინგი ხორციელდება და დაფინანსებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, საგრანტო კონკურსის „სასწავლო და სოციალური პროექტების საშუალებით სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანობის ხელშეწყობა დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში (საგრანტო ხელშეკრულება №6/18.08.17).

დასავლეთ საქართველოს, უფროსი და წამყვანი, 250 მასწავლებელი გაივლის ტრენინგს პროექტული სწავლების მიმართულებით. ტრენინგი 3 დღიანია. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (საგრანტო ხელშეკრულება №6/18.08.17). პროექტის ფარგლებში პედაგოგებს მიენიჭებათ 1 კრედიტქულა.
ა) ტრენინგის გავლა შეუძლიათ ნებისმიერი საგნის უფროს და წამყვან მასწავლებელს.
ბ) მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა;
გ) ტრენინგის საკონტაქტო საათები გათვლილია სამ დღეზე და ჩატარდება პარასკევს, შაბათს და კვირას, შეძლებისდაგვარად, უახლოეს რეგიონულ ცენტრებში.
ტრენინგის დასრულების შემდეგ, სკოლაში დაბრუნებისას, მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად დაიწყებს პრობლემის იდენტიფიცირებას და პროექტის დაგეგმვას.
ტრენინგის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში მასწავლებლებმა ტრენერს უნდა მიაწოდონ და e-school-ის ბაზაში ატვირთონ დაგეგმილი პროექტები, რის შემდეგაც ისინი მიიღებენ სერტიფიკატს ტრენინგის გავლისა და მისთვის 1 კრედიტქულის მინიჭების დამადასტურებლად. სერტიფიცირება განხორციელდება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის N68 დადგენილებით დამტკიცებული მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შესაბამისად. დაგეგმილი პროექტების განხორციელების შემთხვევაში პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ სქემის ფარგლებში დამატებით მიიღონ 0.5 კრედიტქულა. პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში მასწავლებლებს საშუალება ექნებათ სულ დააქროვონ 1.5 კრედიტქულა.
ვადები:
- აპლიკაციების მიღება: 10.09.2017 (ჩათვლით);
- უკუკავშირი პედაგოგებთან : 20.09.2017 (ჩათვლით)
- ტრენინგების ჩატარება: 06.10.2017-29.10.2017 (პარასკევი, შაბათი კვირა).
გისურვებთ წარმატებას!

კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ნატო გამცემლიძე / პროექტის კოორდინატორი
555321507/577337586
nato.gamtsemlidze@ctf.org.ge

მაკა ბიბილეიშვილი / პროექტის დირექტორი
577977369
maka.bibileishvili@ctf.org.ge


სახელი და გვარი
Your answer
სკოლა (მუნიციპალიტეტი/ქალაქი, სოფელი/სკოლა)
Your answer
საგანი რომელსაც ასწავლით
Your answer
თქვენი სტატუსი სქემის ფარგლებში
Your answer
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
Your answer
საკონტაქტო ელექტრონული ფოსტა
Your answer
სკოლის დირექტორის სახელი და გვარი
Your answer
სკოლის დირექტორის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
Your answer
სკოლის დირექტორის ელექტრონული ფოსტის მისამართი
Your answer
გაგიხორციელებიათ თუ არა სასწავლო ან სოციალური პროექტი?
განხორციელების შემთხვევაში მოკლედ აღწერეთ რას ეხებოდა პროექტი
Your answer
Submit
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Additional Terms