ტრენინგი საგამოცდო და საკალიბრო ლაბორატორიებისთვის
21-22 დეკემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოს სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში გაიმართება ტრენინგი საქართველოში მოქმედი საგამოცდო და საკალიბრო ლაბორატორიებისთვის თემაზე: „სასწორებისა და საწონების გამოყენება ლაბორატორიებში - ძირითადი პრინციპები, მომსახურება და ხარისხის უზუნველყოფა“.
სააგენტოს, მეტროლოგიის ინსტიტუტის მასისა და მასასთან დაკავშირებული სიდიდეების ეტალონური განყოფილების ექსპერტები ორი დღის განმავლობაში ჩაატარებენ ტრენინგებს სასწორებისა და საწონების გამოყენების შესახებ. ტრენინგის ფარგლებში მონაწილე სხვადასხვა ლაბორატორიების თანამშრომლები გაეცნობიან თეორიული ინფორმაციას, მონაწილეობას მიიღებენ სააგენტოს მასისა და მასასთან დაკავშირებული სიდიდეების ლაბორატორიის პრაქტიკულ სწავლებაში და ასევე გაიმართება შესაბამისი აქტუალური საკითხების შესახებ დისკუსია.
ტრენინგი განკუთვნილია საქართველოში მოქმედი საგამოცდო და საკალიბრო ლაბორატორიების პერსონალისთვის. ტრენინგის შედეგად მონაწილეები დაეუფლებიან თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ლაბორატორიაში სასწორებისა და საწონების სწორი ექსპუატაციის შესახებ.

სახელი:
Your answer
გვარი:
Your answer
ორგანიზაცია:
Your answer
პოზიცია:
Your answer
ელ. ფოსტა:
Your answer
ტელეფონის ნომერი:
Your answer
Submit
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Additional Terms