ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა (CDI 6)
ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა
პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია BP–სა და მისი პარტნიორების მიერ BTC/SCP კომპანიებში.

პროგრამას ახორციელებს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი.

ეს დოკუმენტი მომზადებულია "კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის" მიერ. აქ გამოთქმული შეხედულებები არ ასახავს BP-ს ოფიციალურ პოზიციას.

კონკურსის პირობები
“ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა” ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის კომპანიებში. პროექტის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს ბიზნეს საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა. ამასთან დაკავშირებით, “კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი” აცხადებს საგრანტო კონკურსს დამწყები და ბიზნესის გაფართოების მსურველი მეწარმეებისათვის.

დამწყები ბიზნესის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობაა 3,600 (სამი ათას ექვსასი) ლარი (გრანტის სახით).

ბიზნესის გაფართოების დაფინანსების მაქსიმალური ოდენობაა 3,800 (სამი ათას რვაასი) ლარი (გრანტის სახით).

მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ ორივე, დამწყები ბიზნესის, ასევე ბიზნესის გაფართოების კონკურსებში. გასათვალისწინებელია, რომ თითოეული კონკურსისათვის დაშვებულია მხოლოდ ერთი განაცხადის წარდგენა.

დაფინანსებული ბიზნესი უნდა განხორციელდეს მხოლოდ CDI 6-ის სამიზნე თემებში, კერძოდ:

გარდაბნის მუნიციპალიტეტი - ახალი სამგორი, აღთაკლია, ბირლიკი, ფოლადაანთკარი, გამარჯვება, ჯანდარა, კალინინო, კრწანისი, ახალი კუმისი, ლელაშხა, ლემშვენიერა, მზიანეთი, ნაგები, ნაზარლო, პობედა, ქესალო, ქვემო კაპანახჩი, სამგორის მეურნეობა (გამარჯვება I), თბილწყარო, ვახტანგისი, ყარაჯალარი, ყარათაკლია;

მარნეულის მუნიციპალიტეტი - ჯანდარი;

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი - ახალსოფელი, ზირბითი, დაღეთ-ხაჩინი, დურნუკი, ირაგა, ივანოვკა, ჯიგრაშენი, ქოსალარი, ქოთიში, სამშვილდე, წინწყარო, ჭივჭავი, ხაიში, მარაბდა;

რუსთავის მე-18 მიკრო რაიონის მე-5, მე-12, მე-12ა, მე-12ბ კორპუსები და მე-19 მიკრო რაიონის მე-4, მე-7, მე-9, 23-ე კორპუსები.

განაცხადების განხილვისას უპირატესობა მიენიჭება იმ ბიზნეს პროექტებს, რომელთა ავტორებსაც ექნებათ პროექტით გათვალისწინებულ საქმიანობაში სათანადო გამოცდილება და წარმოაჩენენ წარმატებული განვითარებისა და ზრდის პოტენციალს.

ასევე, უპირატესობა მიენიჭებათ ქალბატონებისა და 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილ ბიზნეს იდეებს.

1. ვის შეუძლია მიიღოს მონაწილეობა კონკურსში დაფინანსების მისაღებად?

საკონკურსო განაცხადის შემოტანა შეუძლია დამწყებ მეწარმეებს:

- რომლებიც ცხოვრობენ CDI 6 სამიზნე თემებში;
- რომელთაც გააჩნიათ მკაფიო იდეა საკუთარი მცირე ბიზნესის ჩამოყალიბების თაობაზე და აქვთ სურვილი, რომ სათანადო დრო და ენერგია მოახმარონ თავიანთი ბიზნეს საქმიანობის წარმატებულ განვითარებას;
- გამოთქვამენ მზადყოფნას დაარეგისტრირონ ბიზნესი საჯარო რეესტრში;

საკონკურსო განაცხადის შემოტანა შეუძლია ბიზნესის გაფართოების მსურველ რეგისტრირებულ მეწარმეებს:

- რომლებიც ცხოვრობენ CDI 6 სამიზნე თემებში;
- რომელთა ბიზნესიც ფუნქციონირებს არანაკლებ 2 წელი;
- ბიზნესის საშუალო წლიური მოგება არ აღემატება 12,000 ლარს;

მოცემული კონკურსის ფარგლებში დაფინანსებას არ ექვემდებარებიან:

- ადგილობრივი სათემო კავშირები და სხვა სათემო ორგანიზაციები;
- სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები (ადგილობრივი და სხვა);
- ბიზნესები, რომელთა საშუალო წლიური ბრუნვა აღემატება 200,000 ლარს;
- საჯარო მოხელეები;
- ახალი ბიზნესის დაწყებისთვის გრანტის მოსაპოვებლად კონკურსში არ განიხილება იმ მეწარმეების განაცხადები, რომელთაც 2003-2018 წლებში მიიღეს დაფინანსება პროექტში სასოფლო-სამეურნეო ან მცირე ბიზნესის განვითარების საქმიანობისათვის.

2. რა უნდა გაითვალისწინოთ განაცხადის მომზადებისას?

ბიზნესის დაწყების მსურველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:

- პროექტის განაცხადი სრულად უნდა იყოს შევსებული და ნათლად ასახავდეს დაგეგმილი ბიზნესის საქმიანობას;

- დამწყები მეწარმის ფულადი თანამონაწილეობა, უნდა შეადგენდეს მოთხოვნილი თანხის მინიმუმ 30%-ს;
- გრანტის თანხით დაფინანსდება მხოლოდ ძირითადი საშუალებები (მაგ: დანადგარები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, აღჭურვილობა და ა.შ.);

- გრანტის თანხით არ დაფინანსდება ნედლეული, სამშენებლო მასალები, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორი, ცხვარი, ფრინველი, ფუტკრის ოჯახები;

ბიზნესის გაფართოების მსურველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:

- ბიზნესი დარეგისტრირებული და მოქმედი უნდა იყოს განაცხადის შემოტანის დღისთვის მინიმუმ 2 წლის მანძილზე;

- ბიზნესის საშუალო წლიური მოგება უნდა შეადგენდეს მაქსიმუმ 12,000 ლარს;
- პროექტის განაცხადი სრულად უნდა იყოს შევსებული და ნათლად ასახავდეს დაგეგმილი ბიზნესის გაფართოების გეგმას;

- ბიზნესის გაფართოების მსურველი მეწარმის ფულადი თანამონაწილეობა, უნდა შეადგენდეს მოთხოვნილი თანხის მინიმუმ 40%-ს;

- წარმოდგენილი განაცხადი უნდა ითვალისწინებდეს არსებული ბიზნეს საქმიანობის რაოდენობრივ ან ხარისხობრივ ცვლილებებს (მაგ. მომსახურების და /ან წარმოების შემდგომი განვითარება; ტექნოლოგიური პროცესების დახვეწა პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით; წარმოების თვითღირებულების შემცირება და ა.შ).

3. პროექტის განაცხადის განხილვა და კონკურსანტების შერჩევა ტრენინგზე დასასწრებად კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეული დამწყები და ბიზნესის გაფართოებით დაინტერესებული მეწარმეები გაივლიან ტრენინგს “ბიზნეს გეგმის შედგენა”, მოამზადებენ ბიზნეს გეგმას და მიიღებენ მონაწილეობას კონკურსის მეორე ეტაპში დაფინანსების მოსაპოვებლად.

განაცხადების შერჩევა მოხდება ქვემოთ მოცემული კრიტერიუმების შესაბამისად:

- პროექტის განაცხადის ფორმა სრულად არის შევსებული;
- პროექტის განაცხადი ნათლად და გასაგებად არის ჩამოყალიბებული (ქართულ ან რუსულ ენაზე);
- პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები რეალისტურია და ტექნიკურად განხორციელებადი;
- პროექტის განაცხადში ასახულია ბიზნეს საქმიანობის მდგრადობისა და ზრდის პოტენციალი;
- პროექტში გათვალისწინებულია მეწარმის თანამონაწილეობა და ასახულია ბიუჯეტში;
- პროექტის ბიუჯეტი რეალისტურია;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ:
- დავით გელუტაშვილი, ტელ: 591 21 56 74;
- მაკა პაპუკაშვილი,ტელ: 577 72 60 58;

განაცხადი დამწყებ და არსებული ბიზნესის გაფართოებით დაინტერესებულ მეწარმეთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის
(გთხოვთ სრულად შეავსოთ ფორმა და გაითვალისწინოთ, რომ ვარსკვლავით მონიშნული ველის შევსება სავალდებულოა).
ზოგადი ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ
სახელი *
Your answer
გვარი *
Your answer
მამის სახელი *
Your answer
პირადი ნომერი *
Your answer
ტელეფონი *
Your answer
ელ-ფოსტის მისამართი
Your answer
მუნიციპალიტეტი *
Your answer
სოფელი *
Your answer
დაბადების თარიღი *
MM
/
DD
/
YYYY
სქესი *
დასაქმების სტატუსი *
(გთხოვთ აირჩიოთ შესაბამისი პასუხი)
Next
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Additional Terms