ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS მაღალი კლასების მოსწავლეებს (IX - XII კლასი) სთავაზობს ლაბორატორიულ სამუშაოებს ფიზიკაში. აღნიშნული ვორქშოფი შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს ჩაატარონ ექსპერიმენტები ფიზიკაში თანამედროვე, სენსორული ტექნოლოგიების გამოყენებით - PASCO-ს მონაცემთა შემგროვებელი სისტემის მეშვეობით შეძლებენ ექსპერიმენტებისათვის საჭირო ყველა ცვლადის აღრიცხვას.
ექსპერიმენტების ჩამონათვალი:
1) სხეულის კუთრისითბოტევადობის განსაზღრა;
2) ხახუნის კოეფიციენიტის განსაზღვრა;
3) მათემატიკური ქანქარა;
ვორქშოფს გაუძღვებიან:
მარიკა კაპანაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
ანა მგელაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
თარიღი: 28.09.2024;
დრო: 14:00-15:30;
მდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსი, SALiS ლაბორატორია (მეხუთე სართული), მისამართი: თბილისი, გ. წერეთლის 1.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, ერთდროულად მხოლოდ 15 მოსწავლე შეძლებს ლაბორატორიაში მუშაობას.
გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ამ ფორმის საშუალებით.
შერჩეულ 15 მოსწავლეს გავუგზავნით შეტყობინებას.
საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS