"სამშენებლო სამართალი" - სამშენებლო დავებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები


TMCT გთავაზობთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) მიერ აკრედიტებულ საავტორო სასწავლო კურსს „სამშნებლო სამართალი და სამშენებლო დავებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები".  სასწავლო კურსი ჩატარდება მიმდინარე წლის 14 -15 ოქტომბერს.

სასწავლო კურსის მიზანია - სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე მსმენელთა პრაქტიკული სწავლება, ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში ეფექტიანი წარმომადგენლობის განხორციელებას, სამშენებლო დავების თავიდან აცილებას ან/და წარმოქმნილი დავების წარმატებით დასრულებას. 

კურსის ექსპერტი/ტრენერი: 

სოფიო სოხაძე - ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმის კომიტეტის თანათავმჯდომარე (სპეციალიზაცია: სამოქალაქო სამართალი, საკორპორაციო სამართალი, საინვესტიციო სამართალი, სამშენებლო სამართალი, უძრავი ქონების სამართალი). 

კურსი მოიცავს შემდეგ აქტუალურ საკითხებს: 

- ქალაქგეგმარების ძირითადი საკითხები და მათი მნიშვნელობა;

- მშენებლობის კანონისმიერი რეგულირება;

- სამშენებლო დავათა განხილვის თავისებურებანი;

- მშენებლობა და ადამიანის ძირითადი უფლებები;

- მშენებლობის ზედამხედველობა. 

კურსის დასასრულს: 

- მსმენელებს ექნებათ რელევანტური ინფორმაცია და პრაქტიკული ცოდნა თუ როგორ წარმართონ სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები, ასევე უნარი ეფექტიანად წარმართონ მსგავსი კატეგორიის საქმეები ადმინისტრაციურ ორგანოებსა და სასამართლოში;

- მიღებული ინფორმაციის შედეგად, მსმენელები შეძლებენ სამართლებრივი ნორმების შეფარდებას და მათ განმარტებას, შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტების (საჩივარი, სარჩელი და სხვა.) დასაბუთებულად შედგენას. ასევე სასამართლო პროცესის განჭვრეტასა და ერთგვაროვანი შეხედულების ჩამოყალიბებას მსგავსი შინაარსის საქმეებზე. 

სწავლების ფორმა: სასწავლო კურსში მონაწილეობა შესაძლებელია ერთდროულად როგორც საკლასო ასევე ონლაინ (Google Meet) ფორმით!

სწავლების მეთოდი: კურსი ორიენტირებულია პრაქტიკულ სწავლებაზე. გამოყენებული იქნება ზრდასრულთა სწავლების თანამედროვე მეთოდები: პრეზენტაცია/ლექცია; დისკუსია ფასილიტატორის ხელმძღვანელობით; კაზუსები/პრაქტიკული სავარჯიშოები. ტრენინგ/კურსის მსვლელობისას მოხდება სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა. მსმენელები შეძლებენ აქტუალურ საკითხებზე პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებას. 

სასწავლო კურსის ხანგრძლიობა და გრაფიკი: კურსი მოიცავს 12 საათს (12 კრედიტი). 

სწავლება ხორციელდება არასამუშაო დღეებში. 

I დღე - 14 ოქტომბერი, 2023წ. (შაბათი 10:00-16:00სთ.)

II დღე - 15 ოქტომბერი, 2023წ. (კვირა 10:00-16:00სთ.)

კურსის ღირებულება: 400₾ 

მოქმედებს "TBC BANK" - ის 0%- იანი განვადება!
განვადებით სარგებლობის შემთხვევაში კურსის საფასურია - 458 ₾.

დარეგისტრირებული მონაწილეები ელ-ფოსტაზე მიიღებენ ინვოისს, რომლის გადახდის შემდეგ შეძლებენ სასწავლო კურსში მონაწილეობას.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 8 ოქტომბერი!

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზირი N73, (TERMINAL ROSES GARDEN).

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი მონაცემები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიძლება შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. TMCT თავის საქმიანობას წარმართავს აღნიშნული კანონის მოთხოვნათა დაცვით. თქვენი პირადი მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს და დამუშავდება ზემოთ ხსენებული კანონის მოთხოვნათა დაცვით.

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ აღნიშნული ტრენინგ/კურსით, გთხოვთ შეავსოთ შესაბამისი ფორმა.

TMCT - ტრენინგების და მართვის საკონსულტაციო გუნდი.

(+995 577) 111 301

companytmct@gmail.com 

Sign in to Google to save your progress. Learn more
ელ.ფოსტა *
სახელი, გვარი *
პირადი ნომერი *
დაბადების თარიღი *
ტელეფონის ნომერი *
სამუშაო ადგილი/სასწავლო დაწესებულება *
ხართ თუ არა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი?  *
საიდან მიიღეთ ინფორმაცია აღნიშნული კურსის შესახებ *
რა ფორმით გსურთ ტრენინგ/კურსში მონაწილეობა *
გაქვთ თუ არა სურვილი ისარგებლოთ TBC BANK -ის უპროცენტო განვადებით *
გთოვთ, მიუთითოთ საცხოვრებელი მისამართი თუ თქვენ გსურთ ისარგებლოთ TBC BANK -ის უპროცენტო განვადებით
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy