მარნეულის მუნიციპალიტეტმა, USAID-ის „ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის“ ფარგლებში შეიმუშავა მოქალაქეთა მონაწილეობის სამოქმედო გეგმა,
რომელიც ეფუძნება ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის თვითშეფასებას.
სამოქმედო გეგმის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის განხორციელებასა და კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვას. სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების კუთხით სამ ამოცანასა და აქტივობებს 2024-2025 წლებში. სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
გთხოვთ, ქვემოთ მოცემული კითხვების საშუალებით დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრებები მოქალაქეთა მონაწილეობის სამოქმედო გეგმის ამოცანებისა და ღონისძიებების შესახებ.