ინტენსიური განმავითარებელი პროგრამები 3-6 წლის ბავშვებისათვის!
🔹   აზროვნების აკადემიაში იწყება მიღება ინტენსიურ განმავითარებელ პროგრამებზე 3-6 წლის ბავშვებისათვის!

 ასაკობრივი კატეგორიები : 
》3-4 წლის ჯგუფი

🔹 სკოლისთვის ფსიქო-ემოციური მზაობის ინტენსიური კურსი 5-6 წლის ბავშვებისთვის:

》5-6 წლის ჯგუფი

 🟩 კურსი მოიცავს აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს მეტყველების, აზროვნების, ნატიფი მოტორიკის, წარმოსახვის, მეხსიერების, ასაკის შესაბამისი ცოდნისა და უნარ ჩვევების ჩამოყალიბებას. თითოეული შეხვედრა მოიცავს 3-4 განსხვავებულ აქტივობას, მცირე ჯგუფებში მუშაობა პიროვნული და სოციალური უნარების ჩამოყალიბებას, განმტკიცებას უწყობს ხელს, როგორებიცაა: გაზიარება, რიგითობის დაცვა, მხარდაჭერა, სხვისი აღიარება და საკუთარი თავის განცდა, უკუკავშირის მიღება, უარყოფითი ქცევის კორექცია და დადებითი ქცევის განმტკიცება, წესების ერთობლივი შეთანხმება და დაცვა, ემოციური მხარდაჭერა და ემპათია.

🌟 ბავშვებს უვითარდებათ უნარები, რომლებიც დაეხმარებათ სკოლაში მიწოდებული ინფორმაციისა და ცოდნის უკეთ ათვისებაში, უცხო გარემოში მარტივად ადაპტაციაში. უყალიბდებათ კომუნიკაციის, პასუხისმგებლობის, გუნდური მუშაობის, უსაფრთხოების, თვითშემეცნების და თვითშეფასების, კრიტიკული აზროვნების, პრეზენტაციის, გადაწყვეტილების მიღების უნარი.

🟩 კურსში შემავალი აქტივობებია:

🎨 არტ-თერაპია – მოიცავს შემდეგ შემოქმედებით აქტივობებს: ხატვა, ძერწვა, მუსიკა თერაპია, კორექციული ზღაპრები, მეტაფორული ბარათები… მუშაობა იქნება ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორებიცაა: დაბალი თვითშეფასება, ფობიები, კომპლექსები და სხვა პიროვნების განვითარებისთვის შემაფერეხებლ ფაქტორებზე.
 
🎯 ფსიქოლოგიური აქტივობები – მიმართულება ემოციურ და ქცევით თვითრეგულირებას უწყობს ხელს. ბავშვებს უყალიბდებათ კომუნიკაციის, პასუხისმგებლობის, გუნდური მუშაობის, უსაფრთხოების, თვითშემეცნების და თვითშეფასების, გადაწყვეტილების მიღების უნარი.
 
✅ განმავითარებელი აქტივობები – ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა ინდივიდუალურად, წყვილში, მცირე ჯგუფებსა და მთლიან ჯგუფში შეასრულონ როლური, წარმოსახვითი, ფუნქციური, კონსტრუქციული აქტივობები და გაიმდიდრონ სიტყვათა მარაგი, ისწავლონ დამოუკიდებლად არჩევანის გაკეთება; საჭიროების შემთხვევაში, შეძლონ დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექცია.
 
✌️ ლოგიკა – მიმართულება მიზნად ისახავს ლოგიკური უნარების განვითარებას, მათი ჩვევაში გადასვლა მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე განუვითარებს არასტანდარტულ, კრიტიკულ აზროვნებას, კოგნიტურ უნარებს.
 
შემეცნება – მოსწავლეები გაეცნობიან საინტერესო მოვლენებს, შეიძენენ ზოგად ცოდნა-წარმოდგენებს ბუნების, ხელოვნების, ტექნოლოგიების, კოსმოსის შესახებ.

🌟 5-6 წლის ბავშვებისთვის სკოლისთვის მოსამზადებელი კურსი მიზნად ისახავს ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენას და ანალიზს. დაგეგმილი აქტივობები ბავშვის აღქმის, ყურადღების, მეხსიერების, მეტყველების, აზროვნების, წარმოსახვის, ნებელობის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, შემეცნებისა და ზოგადი ცოდნა წარმოდგენების, ნატიფი და მსხვილი მოტორიკის განვითარების ხელშემწყობია.
 
🔹 შეხვედრებს გაუძღვებიან აზროვნების აკადემიის პედაგოგები, რომლებიც გადიან მუდმივ სუპერვიზიას პროგრამის ხელმძღვანელთან. 

🔹 პროგრამის ნაწილია ყოველთვიური სალექციო შეხვედრები მონაწილეთა მშობლებისათვის.  ბავშვის აღზრდის, შესაბამისი ასაკობრივი ფსიქოლოგიური თავისებურებების შესახებ აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგებთან.
 
⏰ შეხვედრები ჩატარდება კვირაში სამჯერ (სამუშაო დღეებში) ან კვირაში ორჯერ (შაბათ-კვირას)
თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 1 სთ და 30 წუთი.

 💸 თვე - კვირაში სამჯერ (სამუშაო დღეებში) - 390 ლ
 💸 თვე - კვირაში ორჯერ(შაბათსა და კვირას) - 290 ლ
 💸 დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
  💸 წლიური გადასახადის სრულად გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.  

🔹 მისამართი: თ. იოსებიძიძის 57(სამუშაო დღეებში), ი. გამრეკელის 41 (შაბათ-კვირა).
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:  0322 15 15 40

Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი და გვარი *
ბავშვის ასაკი

*
დაბადების თარიღი *
MM
/
DD
/
YYYY
მშობლის/პასუხისმგებელი პირის ტელეფონის ნომერი *
მშობლის/პასუხისმგებელი პირის ელ. ფოსტის მისამართი *
სასურველი ინტენსიური განმავითარებელი აქტივობების პროგრამა:  *
საცხოვრებელი ადგილი *
ბაღი
დამატებითი ინფორმაცია მოსწავლის შესახებ *
გსურთ თუ არა, „აზროვნების აკადემიამ“ პერიოდულად მოგაწოდოთ ინფორმაცია სიახლეების შესახებ, პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის გათვალისწინებით?
*
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy