საჯარო ლექცია: საერთაშორისო სასამართლოები და „აგვისტოს ომის“ საქმე: მიმდინარე პროცესები და მოსალოდნელი შედეგები

ხუთშაბათს, 4 თებერვალს, 19:00-ზე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს ეწვევა საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ლევან მესხორაძე.

ლევან მესხორაძე ჩაატარებს საჯარო ლექციას აქტუალურ თემაზე:

საერთაშორისო სასამართლოები და „აგვისტოს ომის“ საქმე:
მიმდინარე პროცესები და მოსალოდნელი შედეგები

ლექცია განსაკუთრებით საინტერესოა პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე სამართლის სკოლების სტუდენტებისათვის.

ფაქტები მოკლედ:

> 2008 წლის აგვისტოს ომის და შემდგომი ოკუპაციის დროს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევის გამო, საქართველომ საჩივრით მიმართა სტრასბურგისა და ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოებს. ასევე, აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამო გამოძიება დაიწყო საერთაშორისო სისხლის სასამართლომ.

> 2009 წლის 6 თებერვალს საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში შეიტანა სახელმწიფოთაშორისი საჩივარი 2008 წლის აგვისტოს ომის და შემდგომი ოკუპაციის დროს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ. საქართველოს მთავრობამ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის იმ ფართომასშტაბიანი და სისტემური დარღვევების თაობაზე, რომლებიც​ ​ჩადენილია უშუალოდ რუსი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით ან მხარდაჭერით, ან​ ​სეპარატისტული რეჟიმის შეიარაღებული ფორმირებების მიერ.

> საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში 2008 წლის აგვისტოში შეიტანა, სადაც აცხადებდა, რომ რუსეთმა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის​ ​აღმოფხვრის შესახებ (CERD) 1965 წლის საერთაშორისო კონვენციით აღებული ვალდებულებები 1990 წლიდან​ ​2008 წლის აგვისტომდე პერიოდში სამ სხვადასხვა დროს დაარღვია, როდესაც მან აფხაზეთსა და სამხრეთ​ ​ოსეთში ინტერვენციები და ქართველების ეთნიკური წმენდა განახორციელა.

> ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ასევე იძიებს საქართველოში 2008 წლის აგვისტოს​ ​ომის მოვლენებს. სასამართლომ ნება დართო, პროკურორ ფატუ ბენსუდას (Fatou Bensouda) საქართველოს​ ​საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაეწყო. საქმე ეხება 2008 წლის 1-ელი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე ე.წ​. ​სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც სასამართლო კოლეგიის დასკვნით, ჰააგის სასამართლოს იურისდიქციაშია. პროკურორის აზრით, არსებობს გონივრული საფუძველი​ ​​​იმისა​,​ რომ​ ​აღნიშნული კონფლიქტის მსვლელობისას ადგილი ჰქონდა ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ​ ​დანაშაულებს.

მომხსენებლის შესახებ:

ლევან მესხორაძე არის საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი 2008 წლიდან, ადამიანის უფლებათა ექსპერტი და ტრენერი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში.

    This is a required question
    This is a required question
    This is a required question