BTU აბიტურიენტებისთვის და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის
საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის და სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველთათვის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მასშტაბურ, ერთწლიან პროექტს აანონსებს. ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელი, სრულად დაფინანსებული მოდულები, გადამზადების პროგრამა ინგლისურ ენაში, მსხვილი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით გამართული პროეფესიული ორიენტაციის პროგრამები და საინფორმაციო შეხვედრები, ტრენინგები პირველი სტუდენტური სტარტაპის შესაქმნელად, აგრეთვე, უნივერსიტეტის ახალი საბიბიბლიოთეკო სერვისები აბიტურიენტებისთვის და მათი მშობლებისთვის - ციფრული უნარების გასავითარებლად, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოსაყენებლად, ციფრული წიგნიერების დონის გასაზრდელად და სხვა.
მასშტაბურ პროექტში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორი 100მდე სხვადასხვა ორგანიზაცია ერთვება. კონკურსები აბიტურიენტებისთვის, MBA და DevOps ლიდერები მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, საინფორმაციო შეხვედრები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან, ღია ლექციები უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველთათვის, 360’ ინდივიდუალური ვირტუალური ტურები და სხვა აქტივობები სრული დაფინანსებით გაიმართება და მასში მონაწილეობა წინასწარ რეგისტრირებულ ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი *
გვარი *
მობილურის ნომერი *
მეილი *
რომელი პროგრამით ხართ დაინტერესებული? *
Required
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This form was created inside of Business and Technology University. Report Abuse