Showcase საქართველო შემოქმედებით ევროპაში
10-12 დეკემბერს გაიმართება კონფერენცია - "Showcase - საქართველო შემოქმედებით ევროპაში"
ღონისძიების მიზანია შემოქმედებითი ევროპის ბენეფიციარებისა და პროგრამით დაინტერესებული კულტურისა და მედია პროფესიონალების და ორგანიზაციების შეხვედრა. კონფერენცია შემოქმედებითი ევროპის ბენეფიციარებს შესაძლებლობას მისცემს ევროკავშირის პროგრამაში მონაწილეობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ პროგრამით დაინტერესებულ პოტენციურ აპლიკანტებს, კულტურისა და აუდიოვიზუალურ ორგანიზაციებს.

პროგრამის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები კონფერენციაზე წარმოადგენენ საკუთარ პროექტებს, დეტალურად ისაუბრებენ პროექტის შესახებ. ასევე შემოქმედებით ევროპაში განაცხადის წარდგენის პროცესზე. ისინი პოტენციურ აპლიკანტებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას იმის შესახებ, როგორ გადალახეს აპლიკაციის შევსებასთან და საჭირო დოკუმენტაციის ატვირთვასთან დაკავშირებული სირთულეები. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი კოლეგები სერბეთისა და უკრაინის დესკებიდან, Trans Europe Halles წარმომადგენელი შვედეთიდან.

კონფერნცია 10 დეკემბერს 11.00 საათიდან 18.00 საათამდე გაიმართება "Sky Hall" საკონფერენციო დარბაზში. (მის. მერაბ ალექსიძის ქ. 12) კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ კულტურისა და მედიის ქვეპროგრამაში გამარჯვებული ბენეფიციარები, პროგრამით დაინტერესებული პოტენციური აპლიკანტები და მოწვეული სტუმრები.

კონფერენციის მეორე დღე - 11 დეკემბერი -( 11:00 სთ-დან - 18:00 სთ.) Impact Hub Tbilisi-ში, მის. "ფაბრიკა" ნინოშვილის ქ. 8) კულტურის ქვეპროგრამას დაეთმობა. პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ კულტურის ქვეპროგრამისადმი მიძღვნილ სამუშაო შეხვედრებში მოწვეული სტუმრები და ბენეფიციარები მიიღებენ მონაწილეობას. გაიმართება მრგვალი მაგიდა კულტურის ქვეპროგრამის ბენეფიციარების მონაწილეობით.

კონფერენციის მესამე დღე 12 დეკემბერი - (11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, Impact Hub Tbilisi-ში, მის. "ფაბრიკა" ნინოშვილის ქ. 8) მედეა ქვეპროგრამის სამუშაო დღე იქნება. მედეა ქვეპროგრამაში გამოცხადებული კონკურსების და მასში მონაწილეობის პირობების პრეზენტაციის შემდეგ უკრაინის დესკის წარმომადგენელი ისაუბრებს საკუთარი დესკის და უკრაინის პროგრამაში ჩართულობის შესახებ. მედეა ქვეპროგრამის ქართველი ბენეფიციარების მონაწილეობით გამართულ მრგვალი მაგიდაში, ბენეფიციარები საკუთარ გამოცდილებას ქართული აუდიოვიზუალური სექტორის წარმომადგენლებს გაუზიარებენ.

Name/Surname (სახელი და გვარი) *
Your answer
Organisation (ორგანიზაცია) *
Your answer
რომელი მიმართულებით მუშაობს თქვენი ორგანიზაცია? *
Position (პოზიცია) *
Your answer
E-mail (ელ-ფოსტა) *
Your answer
Phone (ტელეფონი) *
Your answer
დაესწრებით თუ არა საერთო ღონისძიებას 10 დეკემბერს ? *
რომელ დღეს დაესწრებით დამატებით?
Submit
Never submit passwords through Google Forms.
This form was created inside of Creative Europe Desk Georgia. Report Abuse - Terms of Service