მამების სკოლა 2022 - სარეგისტრაციო ფორმა
შვილების აღზრდაში მამების ჩართულობის სარგებელი ნათელია - როცა მამები აქტიურად მონაწილეობენ თავიანთი ვაჟებისა და გოგოების ცხოვრებაში, ბავშვები გაცილებით მეტ დადებით შედეგს ავლენენ. ასეთი შედეგებია უკეთესი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა, შედარებით მაღალი აკადემიური მიღწევები და უკეთესი შემეცნებითი და სოციალური უნარები.
 
იმისათვის რათა მომლოდინე და ახალბედა მამები კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ თავიანთ შვილებსა და პარტნიორებზე ზრუნვაში, ჩვენ შევქმენით მამების სკოლა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პროგრამაში, რომელიც 9 გაკვეთილისგან შედგება, გაიგოს მეტი ორსული პარტნიორის თუ ბავშვის მოვლის, პირველადი დახმარების, გენდერული თანასწორობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, კონტრაცეფციის და სხვა საკითხების შესახებ.
 
მამების სკოლა კვირაში ორჯერ, ოთხშაბათობით და შაბათობით ჩატარდება, ხოლო თითოეული შეხვედრა 2 საათს გაგრძელდება. გარდა ფიზიკური შეხვედრებისა, ასევე გაიმართება დისტანციური შეხვედრებიც.
 
იმისათვის რათა მამების სკოლაში დარეგისტრირდეთ, აუცილებელია შეავსოთ ეს მარტივი ფორმა, გაითვალისწინეთ ადგილები შეზღუდულია.

მამების სკოლა ტარდება პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

ეს განცხადება შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია არასამთავრობო ორგანიზაცია "ვიზრუნოთ ერთად" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
Sign in to Google to save your progress. Learn more
სად გსურთ მამების სკოლის გავლა? *
სახელი *
გვარი *
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი *
ელ-ფოსტის მისამართი *
დაბადების თარიღი *
MM
/
DD
/
YYYY
მისამართი *
ხართ თუ არა მამა? *
თუ კი, რამდენის არის თქვენი შვილი? *
თუ არა, როდის ელოდებით პირველ შვილს? *
გთხოვთ მაქსიმუმ 100 სიტყვით გვითხრათ, თუ რატომ გსურთ მამების სკოლის გავლა? *
გთხოვთ მაქსიმუმ 100 სიტყვით გვითხრათ, თუ რისი სწავლა ან რაზე გინდათ მეტი ინფორმაციის მიღება მამების სკოლაში. *
საიდან გაიგეთ მამების სკოლის შესახებ? *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy