კონფლიქტ-სენსიტიური გაშუქება ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის

‘’კავკასიური სახლი’’ აცხადებს მონაწილეთა შერჩევას პროექტისთვის ‘’კონფლიქტ-სენსიტიური გაშუქება ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის’’. 

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს კონფლიქტის საფუძვლიან ანალიზს, სამშვიდობო და ნდობის აღდგენის პროცესებში ჟურნალისტიკის როლის გააზრებასა და კონფლიქტში ჩართული მხარეების ინტერესების იდენტიფიცირებას. 

მშვიდობისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს ექსპერტები და ჟურნალისტები მონაწილეებს გაუზიარებენ პრაქტიკულ ცოდნას საქართველოს კონფლიქტების წარმოშობის ისტორიაზე, საზოგადოებაში არსებულ ნარატივებზე, კონფლიქტის ტრანსფორმაციის პერსპექტივებსა და კონფლიქტების გაშუქების თავიანთ გამოცდილებაზე.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კონფლიქტებითა და სამშვიდობო პოლიტიკით დაინტერესებულ ახალგაზრდა ჟურნალისტებსა და ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 6 ნოემბრის ჩათვლით.

შეხვედრები ჩატარდება 2022 წლის 11 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე, კვირაში ერთხელ. 

ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო ენა: ქართული

კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით მეილზე: info@conflictreporting.org  

შეხვედრები იმართება "კავკასიური სახლისა" და International Alert-ის პროექტის "ახალგაზრდული დიალოგი სამოქალაქო აქტივიზმისთვის" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია USAID- ის მიერ.

Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი, გვარი *
საკონტაქტო ნომერი *
საკონტაქტო მეილი *
გთხოვთ, მიუთითოთ უმაღლესი სასწავლებელი და კურსი *
სამოტივაციო წერილი *
  • წარმოაჩინეთ პროექტში მონაწილეობის მოტივაცია; 
  • აღწერეთ, როგორ გამოიყენებთ მიღებულ ცოდნას
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. - Terms of Service - Privacy Policy

Does this form look suspicious? Report