Შემოუერთდი “ამაყ ოჯახებს”!

მაშინ, როდესაც ქვეყანაში გაჭირვების დონე მაღალია და ადამიანებს არ აქვთ დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობა, სახლს მიღმა სამყარო კი უსამართლობებითა და საფრთხეებით არის სავსე, ოჯახი, ხშირ შემთხვევაში, ერთადერთ საყრდენად რჩება. და თუკი ოჯახიც ნაცვლად მხარდაჭერისა, ზურგს გაქცევს, რჩები სრულიად მარტო და სასოწარკვეთილი.

 “ამაყი ოჯახების” მთავარი მიზანია ლგბტქ+ ადამიანების ოჯახის წევრთა მხარდამჭერი ჯგუფების ჩამოყალიბება და მათი ფუნქციონირების ხელშეწყობა. ეს მნიშვნელოვანია, რათა ოჯახის წევრებმა თავად შეძლონ გამკლავება სოციალურ წნეხთან, საკუთარ თავთან სირცხვილის, შიშისა და სხვა ნეგატიური ემოციების დაძლევა, შემდეგ კი თავიანთი ლგბტქ+ შვილების, შვილიშვილების, და-ძმის, ახლობლების გაძლიერება. Ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი ოჯახი, ჯანსაღი საზოგადოების საწინდარია, ამიტომ პროექტს “ამაყი ოჯახები” ვუწოდეთ. ოჯახებში არ უნდა იყოს შუღლი, ძალადობა, შური და საიდუმლოები. ამ ყველაფერს უნდა დავუპირისპიროთ სიყვარული, სოლიდარობა და ღიაობა!

“ამაყი ოჯახები” გთავაზობთ უსაფრთხო სივრცეს, სადაც მოგეცემათ საშუალება გაიცნოთ და დაუმეგობრდეთ მსგავსი გამოცდილებების მქონე ადამიანებს. გექნებათ შესაძლებლობა მიიღოთ სასარგებლო ინფორმაცია ლგბტქ+ საკითხებზე, შეგეძლებათ განსჯის გარეშე დასვათ კითხვები და მიიღოთ პასუხები, სურვილისამებრ გააზიაროთ პირადი გამოცდილება, მიიღოთ რჩევები პროფესიონალი ფსიქოლოგებისგან და პროექტში უკვე ჩართული ლგბტქ+ ადამიანების ოჯახის წევრებისგან.

რა გელოდებათ: გასვლითი ტრენინგები, საინფორმაციო შეხვედრები, პიკნიკები და ექსკურსიები, ინდივიდუალური ინიციატივებისთვის ფინანსური რესურსები, მხარდამჭერი სერვისები, ჯგუფური თერაპია და სხვა.

პროექტში ოჯახის წევრის ჩართვის სურვილის შემთხვევაში, აპლიკაციის შევსება შეუძლიათ თავად ლგბტქ+ პირებსაც.

შემოუერთდი "ამაყ ოჯახებს!"


პროექტის ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით.

Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი და გვარი *
ასაკი *
პოზიცია  *
Required
თუ ხარ ლგბტქ+ ადამიანი, ოჯახის რომელი წევრის ჩართვა გსურს პროექტში? 
მობილურის ნომერი
*
ელ. ფოსტის მისამართი
*
სოციალური მედიის ანგარიში (არასავალდებულო)
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy