თვითშეფასების და კომუნიკაციის კურსი 
💡  მენტალური ჯანმრთელობისთვის, ადამიანის ფსიქო-ემოციური კეთილდღეობისთვის
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, როგორ ხედავს ადამიანი საკუთარ თავს, საკუთარ
ღირებულებას; როგორია ადამიანების წარმოდგენა საკუთარ შესაძლებლობებზე.

🔰  დამხმარე თვითშეფასებისთვის აუცილებელია ინტრაპერსონალური (საკუთარ
თავთან) და ინტერპერსონალური (სხვა ადამიანებთან) კომუნიკაციის განვითარება.

✅მუშაობის მეთოდი ითვალისწინებს ასაკობრივ თავისებურებებს და მორგებულია
ბავშვის ინტერესებზე, რათა გამოიწვიოს მონაწილეთა მთლიანპიროვნული ჩართულობა
პროცესში. გამოყენებულია ინდივიდუალური მოდგომის მეთოდი ჯგუფში.

🔷  პროგრამის ნაწილია ერთი სალექციო შეხვედრა მონაწილეთა მშობლებისთვის, ბავშვის
აღზრდის, შესაბამისი ასაკობრივი ფსიქოლოგიური თავისებურებების შესახებ აზროვნების აკადემიის ფსიოლოგთან. 

🎯კურსის მიზანი: 
კურსის მიზანია თვითცნობიერებისა და თვითშეფასების განვითარებისთვის დამხმარე
ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების განვითარება.

კურსის მიზანია, რომ მისი გავლის შემდეგ მონაწილეებმა შეძლონ: 

🔷   განივითარონ თვითცნობიერებისთვის დამხმარე უნარები;
🔷   გააცნობიერონ საკუთარი არსებობის ღირებულება;
🔷   საკუთარი თავი აღიქვან შემძლე სუბიექტად;
🔷   განივითარონ დამოუკიდებლობის განცდა და ინიციატივიანობა;
🔷   გაიაზრონ, რომ ისინი თავიანთი ქცევით, გარკვეულ ზემოქმედებას ახდენენ
გარემოსა და ადამიანებზე;
🔷   საკუთარი სურვილებისა და ინტერესების გაცნობიერება და გამოხატვა ან/და
დაკმაყოფილება სხვა ადამიანების ინტერესების გათვალისწინების ფონზე;
🔷  ეფექტიანი ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარების განვითარება;

📒   შეხვედრების ფორმატი:
შეხვედრა იქნება ინტერაქციული ტიპის, სადაც მოზარდები მაქსიმალურად იქნებიან
ჩართული მიმდინარე პროცესებში და ექნებათ გამოცდილების გაზიარების
შესაძლებლობა.

🧷  პროგრამა მოიცავს ინტერაქციულ აქტივობებს:

🔷  მცირე ჯგუფებში მუშაობა;
🔷  პროქციული აქტივობები;
🔷   ინდივიდუალური აქტივობები ჯგუფში;
🔷   ფსიქოლოგიური თამაშები;
🔷   სიმულაციები;
 🔷კონკრეტული შემთხვევის ანალიზი;

🙋🏻   ვის შეუძლია მონაწილეობა:

კურსში მონაწილეობა შეუძლია 5 დან 11 წლის ჩათვლით ნებისმიერ ბავშვს, რომელიც
დაინტერესებულია პროგრამით გათვალისწინებული თემებით/მიზნებით.

🔷  ტრენინგ ჯგუფი შედგება გასაუბრების შედეგად

📌  კურსის ფორმატი:

შეხვედრები გულისხმობს მსჯელობის, გამოცდილების გაზიარების, ფსიქოლოგთან
ინტერაქციის ფორმატს, ჯგუფის წევრების მაქსიმალურ ჩართულობას. კურსი
დატვირთული იქნება პრაქტიკული,  საკუთარ უნარებსა და მახასიათებლების
გარკვევაში დამხმარე ინსტრუმენტებით და თეორიული ინფორმაციით.
კურსი მოიცავს განმავითარებელ, კოგნიტურ, ფუნქციონალურ აქტივობებს, რომლებიც
ემოციურ და ქცევით თვითრეგულაციას უწყობს ხელს.

📜  სერტიფიცირება:

კურსის ბოლოს მოზარდები მიიღებენ სერტიფიკატს.

👩‍🏫  პედაგოგები:

კურსს გაუძღვებიან აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგები: ნინო ბუაძე და ნათია ჭოჭუა

⏳ ტრენინგ-კურსის ხანგრძივობა:
16 შეხვედრა, 4 თვე

⏰ 
შეხვედრის დღეები და ინტენსივობა: კვირაში 1 დღე , შაბათ ან კვირა დღეს

⌛️შეხვედრის  ხანგრძლივობა მოიცავს 1 საათსა და 45 წუთს.

💵   კურსის ღირებულება: 760 ლარი 

დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

📍შეხვედრების ადგილი:

 პ.ქავთარაძის 44

☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

Sign in to Google to save your progress. Learn more
ბავშვის სახელი და გვარი *
ბავშვის ასაკი *
ბავშვის დაბადების თარიღი *
MM
/
DD
/
YYYY
მშობლის/პასუხისმგებელი პირის ტელეფონის ნომერი:
*
მშობლის/ პასუხისმგებელი პირის ელ. ფოსტის მისამართი
*
საცხოვრებელი ადგილი
*
სკოლა
*
დამატებითი ინფორმაცია მოსწავლის შესახებ:
გსურთ თუ არა, „აზროვნების აკადემიამ“ პერიოდულად მოგაწოდოთ ინფორმაცია სიახლეების შესახებ, პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის გათვალისწინებით?
*
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy