რეგისტრაცია კალათბურთისა და ჭადრაკის ტურნირებზე
SANGU-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით მარტში იგეგმება ჭადრაკისა და კალათბურთის ტურნირების ჩატარება.
მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ყველა საფეხურის სტუდენტისთვის, როგორც ბიჭებისთვის ასევე გოგონებისთვის.
ტურნირის დასრულების შემდეგ გამოვლინდება სხვადასხვა საპრიზო კატეგორიები და გაიმართება დაჯილდოების ცერემონია.
კალათბურთის ტურნირის ჩატარების ერთ-ერთი მიზანია სამომავლოდ უნივერსიტეტის ძირითადი გუნდის ჩამოყალიბება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით სტუდენტური თვითმმართველობის სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენელს შოთიკო ბითაძეს: 579 13 31 12