საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი გთავაზობთ სასერტიფიკატო პროგრამას ადამიანური რესურსების მართვაში.
კურსის მიზანია მსმენელებს ჩამოუყალიბდეთ ადამიანური რესურსების მართვის ფართო ხედვა, რაც გულისხმობს HR სისტემების სწავლებას, როგორც ბიზნესის განვითარებისთვის ასევე თანამშრომლებისთვის სამართლიანი და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას.
კურსი განკუთვნილია, როგორც ადამიანური რესურსების მართვის სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისათვის, რომელთაც სურთ გაიღრმავონ საკუთარი ცოდნა და უნარები ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რომელთაც სურთ გაეცნონ და შეისწავლონ ადამიანურ რესურსების მართვა.
სწავლის ხანგრძლივობა: 28 საათი.
სწავლების ფორმატი: ჰიბრიდული
სწავლის ღირებულება: 650₾
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2024 წლის 29 თებერვალი.
გთხოვთ, სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hrsangu@sangu.edu.ge