კოვიდ-19-ის პანდემიის სტუდენტების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზაგავლენის შეფასება
ქვემოთ მოყვანილი კითხვარი არის თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტისა (საბერძნეთი) და მსოფლიოს ფსიქიატრთა ასოციაციის კოლაბორაციის ინიციატივა. იგი აფასებს ფსიქიკური ჯანმრთელობის ზოგადი ფუნქციის სხვადასხვა ასპექტს, კოვიდ 19-ის აფეთქების დროს კოლეჯისა და უნივერსიტეტის სტუდენტების შესაძლო საჭიროებებსა და ქცევებს, რაც შეიძლება აღმოცენდეს როგორც ეპიდაფეთქების, ასევე მის გასაკონტროლებლად მიღებული ზომების შედეგად.

ამ კვლევაში მონაწილეობის მისაღებად არ არის საჭირო მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეგისტრირება, რათა უზრუნველვყოთ თქვენი პასუხების გულწრფელობა და შეუზღუდაობა, რამდენადაც შესაძლებელია.

ამ კვლევაში მონაწილეობით თქვენ წვლილი შეგაქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, განსაკუთრებით კრიზისული პერიოდების, მასობრივი კატასტროფებისა და საფრთხეების დროს, ცოდნის გაუმჯობესებაში. მონაწილეობის დადებითი მხარე შეიძლება იყოს ის, რომ თქვენ სისტემატურად გასცემთ პასუხებს საკუთარი თავის შესახებ დასმულ კითხვებს, რაც თავის უკეთ შეცნობაში დაგეხმარებათ. თუმცა მხედველობაში მიიღეთ ის, რომ კითხვარის ბოლოს არ იქნება მოცემული შედეგები ან რაიმე სახის შეფასება.

კითხვარი არის გრძელი და შესაძლებელია გამაღიზიანებლადაც მოგეჩვენოთ, თუმცა პრობლემის სხვადასხვა ასპექტის დეტალური აღწერა ერთადერთი გზაა ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში არსებულ საკითხებზე პასუხების გასაცემად, რასაც შესაძლოა დიდი მნიშვნელობა აღმოაჩნდეს ახლო მომავალში.

კვლევაში მონაწილეობას არ ახლავს რისკები, თუმცა ჩვეულებრივთან შედარებით ამ კითხვარის შევსება მეტ დროს მოითხოვს, რადგან კითხვა ბევრია და ეხება სხვადასხვა, მაგრამ თანაბრად მნიშვნელოვან საკითხს ადამიანის ქცევაზე.

მონაცემები, რომელთაც თქვენგან ვიღებთ, არის ანონიმური და მკაცრად კონფიდენციალური. სამეცნიერო ანალიზისათვის მონაცემები დამუშავდება თქვენი სახელის გარეშე (რომლის მოწოდებაც თქვენ არ გევალებათ ამ კვლევაში მონაწილეობისას). დოკუმენტები მიეწოდება მხოლოდ და მხოლოდ მკვლევართა გუნდის წევრებს, და მხოლოდ ამ მკვლევარებს ექნებათ მონაცემთა კვლევის უფლება. თქვენი პირადი ინფორმაციის დაცვა ჩვენი მოვალეობაა.

ამ კვლევაში თქვენი მონაწილეობის, კვლევის მიმდინარეობის, რისკებისა თუ თქვენი უფლებების შესახებ შეკითხვების ქონის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ პროფესორ კონსტანტინოს ფონტულაკისს (Konstantinos Fountoulakis) ელექტრონულ ფოსტაზე fountoul@auth.gr (ფსიქიატრიის მე-3 დეპარტამენტი, AHEPA საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი, საბერძნეთი).
Next
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy