Call for Applications: TruthTechThon 2024!

🚀 This year, at DataFest Tbilisi 2024, we will host TruthTechThon, a media and information literacy hackathon. The Media Development Foundation (MDF), in collaboration with international partners, invites you to join us for this exciting event. We are looking for young individuals passionate about digital technologies to participate. The hackathon offers a prize fund of 12,000 euros for the top three projects.


The goal of the hackathon is to develop electronic resources, such as computer games or interactive educational tools, that will:
- Raise awareness about media and information literacy.
- Equip media users with the skills needed to combat disinformation.
* Participants can present an existing product that is in the development stage, provided it gains additional functionality or value through the hackathon.

👥   The hackathon will start on August 15 and will be held in a hybrid format, featuring both online learning components and on-site meetings. This setup will allow teams from any part of Georgia to participate. 

The final event will take place on September 19-21 in Tbilisi, conducted in a physical format.

See the full information here - https://bit.ly/4fJcYgG 


CONTACT 
Anna Arevadze: anna@forset.ge 

The deadline for filling out the application is August 30, 2024. 

TruthTechThon-ს, მედია და ინფორმაციული წიგნიერების ჰაკათონს, წელს DataFest Tbilisi 2024-ზე ვუმასპინძლებთ. მედიის განვითარების ფონდი (MDF), საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, გიწვევთ ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად. ველით ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს. 3 პროექტისთვის განსაზღვრული ჰაკათონისსაპრიზო ფონდი 12, 000 ევროა. 

ჰაკათონის მიზანია ისეთი ელექტროული რესურსების (კომპიუტერული თამაში, ინტერაქციულისასწავლო ელექტრონული რესურსები) შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს:
● მედია და ინფორმაციული წიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას;
● დეზინფორმაციასთან ბრძოლაში მედიის მომხმარებლების მედიაწიგნიერების უნარებით აღჭურვას.

​*ჰაკათონში შესაძლებელია უკვე არსებული, განვითარების ეტაპზე მყოფი პროდუქტის წარმოდგენა, თუ ის ამ ჰაკათონით დამატებით ფუნქციას ან ღირებულებას შეიძენს. 

ჰაკათონი სტარტს აიღებს 15 აგვისტოს და წარიმართება ჰიბრიდულ ფორმატში, მოიცავს ონლაინ სწავლების კომპონენტებს და ადგილზე შეკრებას, რაც ხელს შეუწყობს მასში საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან დაინტერესებული გუნდების მონაწილეობას.

ჰაკათონის ფინალი ჩატარდება 19-21 სექტემბერს თბილისში, ფიზიკურ ფორმატში. მედიის განვითარების ფონდი (MDF) უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონებიდან ფინალისტი გუნდების წევრების ტრანსპორტირებას.

შემიძლია თუ არა ჰაკათონში მონაწილეობა?

ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლია 15-35 წლის ნებისმიერ ახალგაზრდას, რომელიც:
● დაინტერესებულია ციფრული ტექნოლოგიებით და ჯერა, რომ მათი გამოყენებით მნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევა და პრობლემის გადაჭრაა შესაძლებელი;
● არაუგვიანეს 2024 წლის 30 აგვისტოსა დარეგისტრირდებიან ან ინდივიდუალურად, ან გუნდთან ერთად (გუნდის წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5-ს) და გაგვიზიარებენ იდეის მონახაზს მარტივ ელექტრონულ სააპლიკაციო ფორმაში;

● წარმატებით გაივლის წინასწარი შერჩევას სააპლიკაციო ფორმის განხილვის საფუძველზე და შეირჩევა ჰაკათონის მონაწილედ. გასათვალისწინებელია, რომ საჭიროების შემთხვევაში, შერჩევის ამ ეტაპზე, ჰაკათონისმენტორების გუნდმა, შესაძლებელია დამატებით ჩაგინიშნოთ დისტანციურ ფორმატში გასაუბრება.

რას უნდა ველოდოთ ჰაკათონისგან?
ჰაკათონის ფარგლებში, 3 დღის (19-21 სექტემბერი) განმავლობაში, პროფესიონალ მენტორებთანერთად, შერჩეული გუნდები იმუშავებენ ჰაკათონის საკონკურსო დავალებაზე. შექმნიან ციფრული ინსტრუმენტების პროტოტიპებს, რომლებიც შეესაბამება ჰაკათონის თემატიკას და აკმაყოფილებს ქვემოთ გაწერილ კრიტერიუმებს.

​ჰაკათონის თემატიკა
● მედია და ინფორმაციული წიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში;
● დეზინფირმაციასთან ბრძოლა და მის მიმართ საზოგადოების მედეგობის გაძლიერება.

კრიტერიუმები
ჰაკათონის განმავლობაში მონაწილეებმა უნდა შეასრულონ შემდეგი სამუშაო:

● შეიმუშავონ ციფრული ინსტრუმენტის პროტოტიპი (კომპიუტერული თამაში, ინტერაქციულისასწავლო ელექტრონული რესურსები);
● პროგრამული პროდუქტი უნდა შეესაბამებოდეს ჰაკათონის მიზანსა და თემატიკას;
● პროგრამული პროდუქტი შემუშავებული უნდა იყოს ჰაკათონის მიმდინარეობისას, უკვე არსებული პროდუქტის წარმოდგენის შემთხვევაში კი ნათლად უნდა განიმარტოს ჰაკათონის დროს რა დამატებით ფუნქცია/ღირებულებას შეიძენს.;
● მონაწილეებმა უნდა შექმნან მოკლე ვიდეო რგოლი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება მათ მიერ შემუშავებული პროგრამული პროდუქტის შესაძლებლობები;
● მონაწილეებმა, ჰაკათონის ფინალზე, პრეზენტაციის სახით ჟიურის წინაშე უნდა წარადგინონ საკუთარი ნამუშევარი.

● გაითვალისწინონ შექმნილი პროდუქტის მდგრადობა, შეძლებს თუ არა გამარჯვებული პროდუქტი ბიუჯეტის ამოწურვის შემდეგაც არსებობას და ეფექტიანად მუშაობას.

ფინალი
ჰაკათონის ფინალი და გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 19-21 სექტემბერს, ფიზიკურ ფორმატში, ქალაქ თბილისში. მედიის განვითარების ფონდი (MDF) უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონებიდან ფინალისტი გუნდების წევრების ტრანსპორტირებას. ფინალისტები პროექტების პრეზენტაციებს წარუდგენენ ჟიურის წევრებს. ჟიურის წევრები ფინალისტებს შორის გამოავლენენ 3 გამარჯვებულ გუნდს.

რა არის პრიზი?
ჰაკათონის საპრიზო ფონდია 12, 000 ევროს ექვივალენტი ლარში (დასაბეგრი თანხა). გამარჯვებულ გუნდებს პროექტის განსახორციელებლად გადაეცემათ:
● I ადგილი - 5, 000 ევროს ექვივალენტი ლარში (დასაბეგრი თანხა)
● II ადგილი - 4,000 ევროს ექვივალენტი ლარში (დასაბეგრი თანხა).
● III ადგილი - 3,000 ევროს ექვივალენტი ლარში (დასაბეგრი თანხა).

​ჰაკათონის პროფესიონალ მენტორთა გუნდი გამარჯვებულებს კონსულტაციებს გაუწევს პროექტის განხორციელების პროცესშიც.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 30 აგვისტო, 2024 წელი.

საორიენტაციო შეხვედრები: საბოლოო იდეის გამოგზავნამდე, ჩატარდება რამდენიმე ინტერაქტიული Live - საორიენტაციო შეხვედრა, რომელზეც გექნებათ შესაძლებლობა, თავად ჰაკათონის საორგანიზაციო ჯგუფისგან მიიღოთ თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხები, მათ შორის, აპლიკაციის შევსების პროცესთან დაკავშირებით.

საორიენტაციო შეხვედრების პერიოდი
2-13 სექტემბერი.

საორიენტაციო შეხვედრებზე დამატებითი ინფორმაცია და შეხვედრების ბმულები განთავსდება დატაფესტს თბილისის და მედიის განვითარების ფონდის (MDF) ვებგვერდსა (www.mdfgeo.ge) და სოც.მედიის გვერდებზე:
Facebook - @მედიის განვითარების ფონდი, MDF
X (twitter) - @mdfgeo
LinkedIn - @mdfgeo
Facebook - DataFest Tbilisi
Instagram - @DataFest Tbilisi
LinkedIn - @DataFest Tbilisi


მნიშვნელოვანია აპლიკაცია გამართულად იყო შევსებული, რადგან სწორედ აპლიკაციის საფუძველზე ხდება ჰაკათონის მონაწილეების შერჩევა. შესაბამისად, საორიენტაციო შეხვედრებზე დასწრება, კარგი შესაძლებლობაა, აპლიკაციის სრულყოფილად შევსებისთვის.

ღონისძიება იმართება პროექტის “ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის (ConMeCo)”, რომელიც ხორციელდება დოიჩე ველე აკადემიის მიერ მედიის განვითარების ფონდთან და ადამიანის უფლებათა ცენტრთან თანამშრომლობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. გამარჯვებული გუნდების პროექტების შინაარსი ავტორების პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.


კონტაქტი
ანა არევაძე: anna@forset.ge
In Google anmelden, um den Fortschritt zu speichern. Weitere Informationen
Your name and last name (სახელი, გვარი)
*
Your email address (ელექტრონული ფოსტა)
*
Mobile number (ტელეფონის ნომერი)
*
Your status (სტატუსი) *
Tell us a bit more about yourself (მოგვიყევი შენს შესახებ)
Have you participated in a hackathon before? (მიგიღია აქამდე ჰაკათონში მონაწილეობა?)
Auswahl löschen
Do you have a team or participating alone? (გყავს გუნდი თუ მარტო მონაწილეობ?)
*
TEAM MEMBER 1: Name and last name (გუნდის წევრი 1: სახელი და გვარი)
TEAM MEMBER 1: Email address (გუნდის წევრი 1: ელექტრონული ფოსტა)
TEAM MEMBER 2: Name and last name (გუნდის წევრი 2: სახელი და გვარი)
TEAM MEMBER 2: Email address (გუნდის წევრი 2: ელექტრონული ფოსტა)
TEAM MEMBER 3: Name and last name (გუნდის წევრი 3: სახელი და გვარი)
TEAM MEMBER 3: Email address (გუნდის წევრი 3: ელექტრონული ფოსტა)
TEAM MEMBER 4: Name and last name (გუნდის წევრი 4: სახელი და გვარი)
TEAM MEMBER 4: Email address (გუნდის წევრი 4: ელექტრონული ფოსტა)
Would you like to add something? (Idea description, if you already one, etc.) რამის დამატება ხომ არ გსურთ? (იდეის აღწერა, თუკი უკვე გაქვთ; სხვ.) 
Senden
Alle Eingaben löschen
Geben Sie niemals Passwörter über Google Formulare weiter.
Dieses Formular wurde bei ForSet erstellt.

Does this form look suspicious? Bericht