თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დარბაზის დაჯავშნის
პირობები:
1. თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ღონისძიების ჩატარების
მსურველი ორგანიზატორი პირი / ორგანიზაცია (შემდგომში ორგანიზატორი)
ვალდებულია, დარბაზის / სივრცის დასაჯავშნად განცხადებით მიმართოს ბიბლიოთეკას სამუშაო
საათებში (ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00საათი) ღონისძიების ჩატარებამდე მინიმუმ,
5 სამუშაო დღით ადრე.
2. ღონისძიების თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარების
შემთხვევაში, ორგანიზატორი ვალდებულია, ღონისძიების აფიშებსა და სხვა საინფორმაციო
მასალებში თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა დაასახელოს, როგორც თავისი პარტნიორი
ორგანიზაცია. თსუ ეროვნული
სამეცნიერო ბიბლიოთეკის ლოგო განათავსოს აფიშაზე დაბლა, მარჯვენა კუთხეში.
3. ღონისძიების
ორგანიზატორი ვალდებულია დაიცვას ღონისძიებისთვის გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და
არ გადააჭარბოს ღონისძიებისთვის განკუთვნილ დროს.
4. ღონისძიების
თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩასატარებლად ორგანიზატორი ვალდებულია, იყოს ბიბლიოთეკის
მკითხველი და ჰქონდეს ბიბლიოთეკის სარეგისტრაციო კოდი.
5. ღონისძიების
ორგანიზატორი იღებს ვალდებულებას ღონისძიების ჩატარების პერიოდში ორგანიზატორებმა და
სტუმრებმა დაიცვან ეთიკის წესები და თავიდან აირიდონ ბიბლიოთეკის რესურსების დაზიანება.
წინააღმდეგ შემთხვევაში ღონისძიების ორგანიზატორს ეკისრება მიყენებული ზარალის ანაზღაურების
ვალდებულება.
6. თსუ ეროვნული
სამეცნიერო ბიბლიოთეკა იტოვებს უფლებას ფოტო და ვიდეოკამერით ჩაიწეროს ღონისძიება და მასალები
განათავსოს თავის ელექტრონულ საინფორმაციო საშუალებებში და/ან გამოიყენოს პიარ აქტივობებში.