ახალი პოლიტიკის სკოლაში რეგისტრაციის ფორმა
უკვე სამი ათწლეულია თაობები ცვლიან ერთმანეთს იმ იმედით, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და რომ ჩვენი ცხოვრების პირობები გაუმჯობესდება. მთელი ამ ხნის განმავლობაში, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტები, მედია თუ უმაღლესი სასწავლებელები ნებით თუ უნებლიედ გვინერგავდნენ ცოდნას, რომ ჩვენ ვართ სხვადასხვა შიდა თუ ჩვენს გარშემო არსებული გარემოებების მსხვერპლი და რომ ეს მდგომარეობა არის გარდაუვალი. თუ გვსურს ცვლილება, პირველი რაც უნდა გავათვიცნობიეროთ არის ის, რომ ვერც ერთი გარემოება ვერ იქნება ჩვენს ნებაზე ძლიერი და გარდატეხა არ მოხდება თავისით, ბრძოლის გარეშე. ახალი პოლიტიკის სკოლა მოგვცემს ცოდნას იმ ალტერნატივის შესახებ, რომელსაც აქამდე გვიმალავდნენ, მოგვცემს რწმენას ჩვენს თავში ვიპოვოთ გამბედაობა, ურთიერთთანადგომის უნარი, რომ ერთად მივუახლოვდეთ იმ იდეალებს, რომლებიც სამართლიანობასა და სოლიდარობას ეფუძნება.

სკოლა არ არის გამიზნული მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ უფროსი ასაკის ადამიანებისთვისაც, მათთვის ვისაც აქვს სურვილი სასიკეთოდ შეცვალოს მისი მდგომარეობა სამუშაო ადგილზე, შეცვალოს მისი საცხოვრებელი გარემო, გარდატეხა შეიტანოს მისი და მისი თანამოქალქეების ცხოვრებაში.

სკოლა დაიწყება შაბათს 23 თებერვალს და გაგრძელდება 4 მაიასამდე. სულ ჩატარდება 10 ლექცია. ყოველ შაბათს 13:00 საათზე სოლიდარობის ქსელის ოფისში - ქეთევან წამებულის 68. ლექციები გაგრძელდება 3 საათის განმავლობაში, ამიტომ, გთხოვთ, შაბათისთვის გაითავისუფლოთ ეს 3 საათი.

სკოლაში მიღების თაობაზე გეცნობებათ ელ. ფოსტისა ან მობილური ტელეფონის საშუალებით.

Email address *
სახელი, გვარი *
ტელეფონის ნომერი *
როგორ გიპოვოთ Facebook-ზე? *
რომელ უბანში ცხოვრობთ? *
ასაკი *
ხართ თუ არა დასაქმებული? *
ხართ თუ არა სტუდენტი? *
ხართ თუ არა რომელიმე ორგანიზაციის წევრი, ან ჩართული ხართ სამოქალაქო აქტივიზმში?(თუ კი, გთხოვთ მიუთითოთ ორგანიზაციის/ჯგუფის სახელი და მცირე დახასიათება *
შეძლებთ თუ არა დაესწროთ სკოლის ათივე ლექციას? (ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დაესწროთ ყველა ლექციას, რათა მაქსიმალურად ისარგებლოთ ამ სკოლით) *
თუ ვერ შეძლებთ ყველა ლექციაზე დასწრებას, მოკლედ აგვიხსენი რატომ? (მაგალითად, შეიძლება ყოველ მეორე შაბათს მუშაობდეთ და სხვ.) *
რამე შეგიშლით ხელს, რომ ჩვენს ოფისში მოხვიდეთ შაბათობით, 13:00 საათზე? *
მოკლედ გვითხარით რატომ გაინტერესებთ ამ სკოლაში მონაწილეობა და როგორ წარმოგიდგენიათ ამ ცოდნის გამოყენება? *
Submit
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy