მოსწავლეზე ორიენტირებული ბიოლოგიის გაკვეთილების დაგეგმვა - სამუშაო შეხვედრა (თბილისი)
ასოციაცია-ბიო გიწვევთ ბიოლოგიის მასწავლებლებს სამუშაო შეხვედრაზე - "მოსწავლეზე ორიენტირებული ბიოლოგიის გაკვეთილების დაგეგმვა". სამუშაო შეხვედრების შემდეგ მასწავლებლები შეძლებენ მოსწავლეზე ორიენტირებული ბიოლოგიის გაკვეთილების დაგეგმვას და ტრანსფერს საგაკვეთილო პროცესში. შეხვედრაზე განიხილება გაკვეთილის ნიმუშები, მასწავლებლები გააანალიზებენ შეთავაზებულ გაკვეთილების გეგმებს, გამოიყენებენ შეფასების რუბრიკებს.
რეგისტრაცია გრძელდება 20 იანვრამდე
გრანტის ფარგლებში "ასოციაცია-ბიო" გასცემს სერტიფიკატს, რომელის საფუძველზეც მასწავლებლებს მიენიჭებათ 1 კრედიტი.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ასოციაცია-ბიომ“ გაიმარჯვა საგრანტო კონკურსში: „საჯარო სკოლების ბიოლოგიის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარება“, რომელსაც აფინანსებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარება“.