რისკის ქვეშ მყოფი უფლებადამცველების და აქტივისტების მხარდაჭერა
გაცნობებთ, რომ „უფლებები საქართველომ“ უფლებადამცველებისა და აქტივისტების მხარდაჭერის მიზნით 2021 წლის 1 მარტიდან ახალი პროექტის - „რისკის ქვეშ მყოფი უფლებადამცველების და აქტივისტების მხარდაჭერა“- განხორციელება დაიწყო.
პროექტის ამოცანაა უფლებადამცველების/აქტივისტების სამართლებრივი დახმარებით უზრუნველყოფა, მათი უსაფრთხოების და დაცვის გარანტიების ზრდაზე ზრუნვა, მათი პროფესიული უნარების გაძლიერება და ცნობიერების ამაღლება ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც აქტუალურია მათი საქმიანობიდან გამომდინარე.
პროექტით გათვალისწინებული არაერთი აქტივობა საქართველოს რეალობისთვის სიახლეა, მათ შორის, მთელი ქვეყნის მასშტაბით ადამიანის უფლებათა დამცველებისა და აქტივისტების ქსელის შექმნა/აღწერა. ამ უკანასკნელის სისრულეში მოსაყვანად კი გვჭირდება თქვენი დახმარება, რათა აღვწეროთ მთელს საქართველოში უფლებადამცველობით, აქტივიზმით, თემის საკითხების ადვოკატორებით დაკავებული პირები, მათი მოქმედების და საქმიანობის არეალი. ამიტომ გთხოვთ გვიპასუხოთ შემდეგ კითხვებზე.
გთხოვთ, გაუზიაროთ აღნიშნული ინფორმაცია ყველა იმ პირს, ვინც იცით, რომ ეწევა შესაბამის საქმიანობას.