კითხვა ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ ბავშვებმა უკეთ აღიქვან სამყარო, შეიმეცნონ გარემო, განივითარონ სააზროვნო სისტემა, კრიტიკული აზროვნება და ლექსიკა.
წიგნიერების პროგრამის მიზანია ბავშვებს შეაყვაროს კითხვა, დაანახოს სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები, შეასწავლოს ყალბი და რეალური ამბების დადგენა, შეასწავლოს სხვადასხვა ტექსტებთან მუშაობა, განუვითაროს ბავშვებს ტექსტზე მუშაობის და ფაქტებზე დაფუძნებული აზროვნებისა, გადაწყვეტილების მიღების უნარები და რაც მთავარია, სხვადასხვა შინაარსისადმი შემოქმედებითი მიდგომა;
შეხვედრის განმავლობაში ჩვენი მენტორი ბავშებს უკითხვს ნაწარმოებებს და შემდეგ ბავშვებთან ერთად მსჯელობს ნაწარმოებში არსებულ მოვლენებზე, ნაწარმოების პერსონაჟების ტიპაჟებზე, ქცევებზე. ასევე მენტორი უხსნის მონაწილეებს თუ რა ჟანრის წარმოებს განიხილავენ, უყვება ნაწარმოების ავტორის ბიოგრაფიას და კრიტიკული აზროვნების შეკითვებით განიხილავს ნაწარმოებს. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში ბავშვები ივითარებენ ნატიფ მოტორიკას, რადგანაც შეხვედრის მეორე ნაწილის განმავლობაში აფერადებენ პერსონაჟებს, აკეთებენ ნაწარმოების აპლიკაციებს.
შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ - კვირას, 13.45სთ-ზე;
ხანგრძლივობა - 2საათი;
პროგრამის საფასური - თვეში (4 შეხვედრა) - 100 ლარი
ერთჯერადი ვიზიტი - 30 ლარი
ჯგუფში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია - 10 მონაწილე;
და-ძმების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება;
მისამართი: დიდი დიღომი, მესამე მ/რ, ჰაინრიხ კლაპროთის ქ. 30
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 595 58 85 19
ინფორმაცია კრიტიკული აზროვნების სკოლის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ:
www.criticallog.org