BootCamp - ციფრული მარკეტინგი რეგიონული ბიზნესის განვითარებისათვის
კრეატიული განვითარების ცენტრი იწყებს მენტორთა შერჩევას პროექტში ციფრული მარკეტინგი ტურიზმის განვითარებისთვის.
რა: მენტორთა ინტენსიური ბანაკი
სად: თბილისი, სასტუმრო ბომონდ გარდენი
როდის: 11-18 აპრილი
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა: 1 აპრილი

თუ ხარ:
18-35 წლამდე
გაინტერესებს ციფრული მარკეტინგი
გსურს გახდე დამოუკიდებელი freelancer და მიიღო დამატებითი შემოსავალი
მიიღო ცოდნა სასტუმროების და ზოგადად ბიზნესის ონლაინ სივრცეში განვითარების შესახებ, მაშინ ეს პროექტი შენთვისაა.

BootCamp ჩატარდება თბილისში, 11-18 აპრილს და 4 სავალდებულო მოდულის ინტენსიური კურსის (იხილეთ ქვემოთ) გარდა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
1. მენტორობის კონცეფცია და coaching ტექნიკები
2. ტრენერთა ტრენინგი: არაფორმალური განათლების საბაზისო მეთოდები
3. თვითგანვითარება და საკუთარი თავის ბრენდინგი
4. ფრილანსერობა როგორც პროფესია

მგზავრობის და ცხოვრების ხარჯებს სრულად ანაზღაურებს კრეატიული განვითარების ცენტრი.

სამიზნე რეგიონები:
ზუგდიდი, გორი, კასპი, ახალციხე, ბორჯომი, მარნეული, ახმეტა, წალენჯიხა, ადიგენი, ნინოწმინდა, ასპინძა.

თითოეული რეგიონიდან შეირჩევა 2-3 მონაწილე, რომელიც:
გაივლის ციფრული მარკეტინგის ინტენსიურ პროგრამას 11-18 აპრილს
მხარს დაუჭერს კრეატიული განვითარების ცენტრს მონაწილეების მობილიზებაში
გაივლის პრაქტიკას პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებზე მაისი-ივნისის პერიოდში
მიიღებს ციფრული მარკეტინგის მენტორის სერტიფიკატს და შეძლებს დამოუკიდებელ მუშაობას ადგილობრივი მეწარმეების მხარდასაჭერად.
პროექტი მოიცავს რამოდენიმე ეტაპს:
1. მენტორთა ინტენსიური ტრენინგი 11-18 აპრილს
2. ადგილობრივ ბენეფიციარებთან მოშაობა 4 მოდულის მიხედვით და მენტორთა პრაქტიკა (მაისი-ივნისი)
3. მენტორების სერტიფიცირება შესაბამისი მოდულის მიმართულებით (სექტემბერი)

პროგრამა მოიაზრებს 4 საგანმანათლებლო მოდულს. სასურველია, რომ შერჩეულ მენტორს ქონდეს ინტერესი და საბაზისო გამოცდილება მინიმუმ 1 მოდულის განხრით:


რეგისტრაცია საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტულ პლატფორმებზე
ფონდების მოძიება და ფინანსური გათვლები
ფოტო და ტექსტუალური მასალის დამუშავება და ვიზუალური პაკეტების შექმნა
Web Development და რეკლამა სოციალურ მედიაში
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 1 აპრილი

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ:
557272850
l.bakhutashvili@cdc.org.ge

სახელი და გვარი
Your answer
საკონტაქტო ელ-ფოსტა
Your answer
ტელეფონის ნომერი
Your answer
ასაკი
Your answer
ქალაქი/რეგიონი
რას საქმიანობთ ამჟამად?
Your answer
რა ცოდნა/გამოცდილება გაქვთ შემდეგი თემების შესახებ: 1.რეგისტრაცია საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტულ პლატფორმებზე 2.ფონდების მოძიება და ფინანსური გათვლები 3.ფოტო და ტექსტუალური მასალის დამუშავება და ვიზუალური პაკეტების შექმნა 4.Web Development 5.რეკლამა სოციალურ მედიაში
Your answer
რატომ გსურთ პროგრამაში მონაწილეობა?
Your answer
გთხოვთ დაადასტუროთ, რომ შეძლებთ პროგრამაში სრულად ჩართვას აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით
Submit
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Additional Terms