ესეების კონკურსი (გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი გლობალური კამპანია)
გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აცხადებს ესეების კონკურსს, რომლის მიზანია კონკურსის მონაწილეების თვალით დანახული გენდერული ძალადობის სხვადასხვა ფორმის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება და ცნობიერების ამაღლება. კონკურსის თემას წარმოადგენს - “ქალების მდგომარეობა”, რომელიც ეფუძნება ამავე სახელწოდების ფილმს (2016 წ.). "The Why Foundation"-ის ფილმი “ქალების მდგომარეობა” (“State of Women”) მოგვითხრობს 7 ქალის ისტორიას, რომელთაგან რამდენიმე სხვადასხვა დროს გენდერული ძალადობის სხვადასხვა ფორმის (ადრეული ქორწინება, გენიტალიების დასახიჩრება, მჟავით დაწვა და სხვ.) მსხვერპლი გახდა, ნაწილმა კი იბრძოლა, რათა წინ აღდგომოდა იმ სტერეოტიპებს, გენდერულ როლებსა და ძალადობას, რომელთაც ყოველდღიურად მსოფლიოში მცხოვრებ ქალთა აბსოლუტური უმრავლესობა აწყდება.

კონკურსის პირობები:

- ესეების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების) მოსწავლეებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს;

- კონკურსანტი უნდა გაეცნოს ფილმს - “ქალების მდგომარეობა” (ბმული: https://www.thewhy.dk/films/state-of-the-women ) და აღნიშნული ფილმის საფუძველზე, ერთი ან რამდენიმე გმირის მაგალითზე, წარმოადგინოს ფილმში ნაჩვენები გენდერული ძალადობის ფორმის/ფორმების ანალიზი და თავისი თვალით დანახული ის პრობლემები, რომელთაც ქალები აწყდებიან.


ესეს მახასიათებლები:

- ესე მომზადებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.

- მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 3 გვერდს.

- დოკუმენტის ფორმატი - Microsoft Word ან PDF.

- ე.წ. შრიფტი - Sylfaen.

- შრიფტის ზომა - 11.

- ხაზებს შორის დაშორება - 1.15.

- ტექსტის ფორმატი - justify. 


კონკურსის ეტაპები:

I ეტაპი - კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლა აღნიშნულ ბმულზე;

II ეტაპი - 2024 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით ესეს გამოგზავნა შემდეგ ელ.ფოსტაზე: nato.mirzashvili.1@iliauni.edu.ge

III ეტაპი - 2024 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით გამოგზავნილი ესეების შეფასება და გამარჯვებული 3 ესეს გამოვლენა;

IV ეტაპი - 2024 წლის 9 დეკემბერს (17:00 საათი, წიგნის სახლი „ლიგამუსი“ - ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) გამარჯვებული ესეების წარდგენა და დისკუსია.

Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი: *
გვარი: *
თუკი ბრძანდებით დაწყებითი საგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლის) მოსწავლე, გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი სკოლის ადგილმდებარეობა (ქალაქი), სკოლის დასახელება და კლასი - რომელ კლასში სწავლობთ.
თუკი ბრძანდებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, გთხოვთ, მიუთითოთ უნივერსიტეტის დასახელება და ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საფეხური, კურსი. 
კონკურსის მონაწილის ელ.ფოსტის მისამართი: *
კონკურსის მონაწილის მობილური ტელეფონის ნომერი:
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This form was created inside of Ilia State University.

Does this form look suspicious? Report