საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს ზოგადი განათლების დაწყებითი (I-VI კლასი) საფეხურის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელების ტრენინგს - ,,გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში”.ტრენინგი იმართება დისტანციურად,Teams-ის პლატფორმის გამოყენებით.
გაცნობებთ, რომ ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სატრენინგო მასალები და სერტიფიკატი.
ტრენინგის მიზანია, ცენტრის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოების მეშვეობით მასწავლებლებმა მოსწავლეებში შეძლონ ინტერესის გაღვივება, ცოდნის გაზიარება და ხელი შეუწყონ მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების სწავლებას დაწყებით საფეხურებზე.