Startup Factory Accelerator

STARTUP FACTORY ACCELERATOR არის საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრის STARTUP FACTORY-ის სააქსელერაციო პროგრამა იდეის ეტაპზე მყოფი გუნდებისთვის, რომლებიც არიან მოტივირებულნი მოკლე დროში შექმნან საკუთარი პროდუქტები და გავიდნენ ბაზარზე. სააქსელერაციო პერიოდი არის 3 თვე, რომლის განმავლობაშიც სტარტაპები მიიღებენ შემდეგ უფასო სერვისებს:

სამუშაო სივრცე 24/7-ზე STARTUP FACTORY-ის ინოვაციების ცენტრში;
წვდომას მაღალტექნოლოგიურ დანადგარებთან და ინოვაციურ ინფრასტრუქტურასთან
ხელშეწყობას პროდუქტის პროტოტიპირების პროცესში;
საჭირო ადამიანებთან დაკავშირების - DATING-ის პროცესს;
ტრენინგებს, კონსულტაციებსა და რჩევებს გამოცდილი ტრენერებისა და მენტორებისაგან;
იდეის განვითარებასა და სწორი ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებაში დახმარებას.
დემო დღეში მონაწილეობის შესაძლებლობას, სადაც პოტენციურ ინვესტორებს გააცნობენ საკუთარ იდეებს;
დაფინანსებებისა და გრანტების მოპოვებაში ხელშეწყობას.


STARTUP FACTORY ACCELERATOR-ში სტარტაპების მიღების კრიტერიუმებია:


იდეა, რომელიც არის ინოვაციური ან ჭრის რაიმე პრობლემას;
მოტივირებული და იდეის შესაბამისი კომპეტენციის მქონე გუნდი;

აქსელერაციის პროგრამისთვის ჯამში შეირჩევა 10 სტარტაპი, რომელთაგანაც 5 იქნება ფიზიკური აქსელერატორის რეზიტენტი, ხოლო დანარჩენი 5 იქნება ვირტუალური აქსელერატორის რეზიდენტი.

პროგრამის ფარგლებში შერჩეულ სტარტაპებს ჩაუტარდებათ:

OFFICE HOURS - ყოველკვირეული შეხვედრები წარმატებულ სტარტაპებთან;
ტრენინგები და კონსულტაციები მათი საჭიროებაზე მორგებულ თემებზე;
მოსამზადებელი პროგრამა ინვესტორებთან შეხვედრისთვის;
ყოველკვირეული რეპორტინგისა და ბრეინშთორმინგის სესიები Startup Factory-ის გუნდთან.

სააქსელერაციო პერიოდი: 15/01/2018 - 15/04/2018

რეგისტრაციის ბოლო ვადა - 22 დეკემბერი.
Sign in to Google to save your progress. Learn more
სტარტაპის, გუნდის სახელი *
სახელი არ  შეცვლა შესაძლებელი იქნება აქსელერაციის პროცესის განმავლობაში
გუნდის წევრების სახელები, ტელეფონის ნომრები, ელ.ფოსტა და გუნდში განაწილებული თანამდებობები/პასუხისმგებლობები *
რა პროდუქტის ან მომსახურების შექმნა გსურთ, რისთვისაც გესაჭიროებათ ჩვენს პროგრამაში მონაწილეობა? *
ვირტუალური აქსელერაცია გესაჭიროებათ თუ ფიზიკური? *
ვირტუალური და ფიზიკური აქსელერაციის პირობების გასაგებად, გთხოვთ, იხილოთ აღწერა, რომელიც მოცემულია სარეგისტრაციო ფორმის დასაწყისში.
ფიზიკური აქსელერაციის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ გუნდის რომელი წევრები იქნებიან განთავსებულნი მუდმივად სამუშაო სივრცეში?
Next
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This form was created inside of FutureLab. Report Abuse