ინკუბატორი - გააციფრულე შენი ბიზნესი
„გააციფრულე შენი ბიზნესი“ - არის პროექტი რომელსაც ჯეოლაბი და ინოვაციების ხელშეწყობის ფონდი, გერგარტთან ერთად ახორციელებს. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში.
თუ ცხოვრობ თეთრიწყაროში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხსა და ყაზბეგში, ფლობ მცირე ან საშუალო ბიზნესს, პროგრამის ფარგლებში შესაძლებლობა გაქვს მეწარმეების საჭიროებებზე მორგებული ინკუბაციის პროცესი გაიარო. 2 თვის განმავლობაში, პროფესიონალებისგან შემდგარი ჯგუფი გაგიწევს ინდივიდუალურ კონსულტაციებს და მენტორობას, შემდეგი მიმართულებებით - ბიზნესის შექმნა და მართვა, ბრენდინგი, დიზაინი, მარკეტინგი და კომუნიკაცია, ვებგვერდების შექმნა და ონლაინ ვაჭრობა, ახალი ტექნოლოგიები და ციფრული შესაძლებლობები საქმიანობის წარმატებისთვის.
თუ ცხოვრობ ამ რეგიონში და ფიქრობ, რომ დროა შენი საქმიანობა უფრო წარმატებული გახადო, უპასუხე ქვემოთ მოცემულ შეკითხვებს ახლავე. ინკუბაციის პროცესში მონაწილე 8 მეწარმე, შეირჩევა აღნიშნული აპლიკაციის მიხედვით.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 21 სექტემბერი 23:00 საათი