ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის პირობები
*კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქვევრის ღვინის მწარმოებლებს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება. კონკურსში მონაწილე კომპანიამ თუ კერძო პირმა ნიმუშები შემდეგი სახით უნდა წარადგინოს: ღვინო ქვევრში უნდა იყოს დაყენებული, ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიის წესების დაცვით; ღვინო უნდა იყოს გასაყიდად ბოთლში ჩამოსხმული; წარდგენილი ღვინის მინიმალური ნაშთი 400 ბოთლზე ნაკლები არ უნდა იყოს;
*ღვინის თითო სახეობაზე უნდა წარადგინოთ 3 ნიმუში ( ბოთლი= 0.75ლ)
*ნიმუშების მოტანამდე სავალდებულოა შევსებული სააპლიკაციო ფორმა და გადახდის ქვითარი გადმოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე qvevri@gwa.ge
*ნიმუშები უნდა გამოიგზავნოს ასოციაცია „ ქართული ღვინო“-ს მისამართზე: მთაწმინდის ქ. 12, 0108 თბილისი, 21 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, 13:00-დან 17:00 საათამდე; შაბათ-კვირის გარდა;
*ნიმუშის საფასური და გადახდის მეთოდი იხილეთ სარეგისტრაციო ფორმაში.
*ნიმუშები, რომლებიც არ შეესაბამება საკონკურსო წესებს, უკან არ გაიგზავნება.
*ქვევრის ღვინო – ღვინო, რომელიც დადუღებული და დავარგებულია არანაკლებ მისი დაწურვის წლის 31 დეკემბრამდე, სრულ ან ნაწილობრივ ჭაჭაზე.
Sign in to Google to save your progress. Learn more
Submit
Clear form
This form was created inside of Georgian Wine Association. Report Abuse