ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ატარებს კვლევას ღია მეცნიერებასთან დაკავშირებით. კვლევის მიზანია საქართველოს აკადემიური სექტორის – უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მკვლევრების ცოდნის, გამოცდილებისა და დამოკიდებულებების გამოვლენა ღია მეცნიერების (Open Science) მიმართ.
გამოკითხვის ამოცანაა შეისწავლოს აკადემიურ სექტორში ღია მეცნიერების:
- საბაზისო გაგება და ინფორმირებულობის დონე;
- მიმდინარე პრაქტიკები და არსებული გამოწვევები;
- სამომავლო განვითარების საჭიროებები და მოლოდინები.
მკვლევრების წვლილი გადამწყვეტია ღია მეცნიერებასთან დაკავშირებული საჭიროებების, შესაძლებლობებისა და საქართველოში მისი პრაქტიკის დანერგვის მხარდაჭერის ეფექტური გზების იდენტიფიცირებაში.
გთხოვთ, კითხვარი გაავრცელოთ თქვენს დაწესებულებასთან აფილირებულ მკვლევრებთან (სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მკვლევრებთან, უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალსა და დოქტორანტებთან).
რესპონდენტის მონაცემთა კონფიდენციალურობა დაცული იქნება
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კითხვარის შევსებას დასჭირდება არაუმეტეს 15-20 წუთი.
გთხოვთ შეავსოთ კითხვარი 2025 წლის 8 დეკემბრამდე.ჩვენ ვაფასებთ თქვენს დროსა და წვლილს ამ მნიშვნელოვან წამოწყებაში.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე:
consorcium17@gmail.com