Google Forms

დარღვევის ტიპი:

ჩვენი პოლიტიკა სიშიშვლესთან დაკავშირებით

ჩვენ არ დავუშვებთ სიშიშვლის, გრაფიკული სქესობრივი აქტების ან სხვა ტიპის აშკარად სექსუალური მასალის შემცველი კონტენტის გაზიარებას ან გამოქვეყნებას. აგრეთვე, არ დავუშვებთ კონტენტს, რომლის საშუალებითაც მოხდება მომხმარებელთა გადაყვანა კომერციულ პორნოგრაფიულ საიტებზე ან იმ საიტებზე, რომლებიც ხელს უწყობს პედოფილიას, ინცესტსა და ზოოფილიას.

ჩვენ გვაქვს ნულოვანი ტოლერანტობის დებულება ისეთი კონტენტის მიმართ, რომელიც ბავშვების ექსპლუატაციას წარმოაჩენს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გავაუქმებთ იმ ნებისმიერი მომხმარებლის ანგარიშებს, რომელიც გააზიარებს ან გამოაქვეყნებს ბავშვების სექსუალური ექსპლუატაციის შინაარსის მქონე გამოსახულებას. ჩვენ ასევე მივაწვდით ინფორომაციას სამართალდამცავებს, კონტენტის მფლობელის შესახებ.

ჩვენ ასევე არ დავუშვებთ ისეთი შინაარსის გაზიარებას ან გამოქვეყნებას, რომელიც ბავშვების მიმაართ სექსუალურ ლტოლვას აქეზებს ან ხელს უწყობს.