გამარჯობა! მოხარულები ვართ, რომ გხედავთ ჩვენი სტუდიის გვერდზე!
ზალიკოს სტუდია დაარსდა 2005 წლის 25 თებერვალს.
სამხატვრო სტუდიაში მიიღება იწყება 3 წლის ასაკიდან;
სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის მეცადინეობა ტარდება კვირაში 2-ჯერ.
გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1 საათი.
უფროსებისთვის მეცადინეობა ტარდება კვირაში 2-ჯერ.
გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1.5. საათი.
საკვირაო სკოლაში მეცადინეობა ტარდება კვირაში ერთხელ. (შაბათს ან კვირას)
გაკვეთილის ხანგრძლივობაა 2 საათი.
ფასში შედის ყველაფერი, სტუდიის მოსწავლეებს არ უწევთ დამატებითი ინვენტარის შეძენა. როგორც სახატავი მასალა, ასევე წინსაფრები ტანსაცმლის დასაცავად, ბავშვებს ადგილზე ხვდება.
წლის განმავლობაში, სტუდიის მოსწავლეები მონაწილეობენ მრავალ აქციასა და გამოფენაში.
სტუდიაში, შექმნილია კომფორტული გარემო მშობლებისთვის. მათ შეუძლიათ დაელოდონ თავის ბავშვს, სპეციალურ, მოსაცდელ ოთახში.
სტუდიის მიერ მოწყობილ გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება სავალდებულოა და მოსწავლეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სიგელი.
წლის განმავლობაში მოეწყობა ექსკურსიები, პლენერზე გასვლა და სხვადასხვა ღონისძიებები.