🎯
პირველი ტრენინგ კურსის მოდული დაიწყება 4 ივლისს და 16 ლექციის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან Web და Software Development-ის საფუძვლებს.კურსის განმავლობაში თითოეულ ლოკაციაზე შეირჩევა 15 მონაწილე, ჯამში 120 ჯგუფის წევრი, რომლებიც ერთდროულად ჩაერთვებიან ტრენინგს ტექნოპარკებში კომპიუტერებით აღჭურვილი
სივრცეებიდან.
ტრენინგის განსხვავებული ჰიბრიდული ფორმატი იძლევა შესაძლებლობას მონაწილეებს სატრენინგო სივრცეში ცოცხალი კომუნიკაცია ჰქონდეთ ადგილობრივ ჯგუფთან და ასევე, დისტანციურად უკავშირდებოდნენ ტრენერსა და ტრენინგის დანარჩენ მონაწილეებს სხვა ლოკაციებიდან.
👉 როგორ შეიძლება კოდინგის სკოლაში გაწევრიანება?
I ნაბიჯი - აპლიკანტმა უნდა
შეავსოს სარეგიტრაციო ფორმა 20 ივნისამდე, სადაც გააზიარებს საკუთარ მოტივაციას რატომ სურს ტრენინგში მონაწილეობის მიღება
II ნაბიჯი - სარეგისტრაციო პერიოდის დასრულებისთანავე, 21 ივნისს ყველა აპლიკანტს მეილზე გაეგზავნება დავალება, რომელიც შესრულებული უნდა იყოს არა უგვიანეს 25 ივნისის 23:00 საათისა.
III ნაბიჯი - აპლიკანტები 28 ივნისს შეხვდებიან ადგილობრივი ტექნოპარკის მენეჯერებს და ექნებათ მცირე ფორმატიანი გასაუბრება
👉 სალექციო პერიოდი: 3 ივლისი - 24 აგვისტო
👉 დღეები: სამშაბათი; ხუთშაბათი
👉 საათი: 16:00-17:30
👉 ასაკი: 14-18 წელი.
✅პროექტის დასრულების შემდგომ, ყველა იმ მონაწილეს, რომელიც კოდინგის სკოლის სალექციო პროცესის 70%-ზე მეტს დაესწრება და ჩააბარებს საბოლოო გამოცდას, გადაეცემათ სერთიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.