შეხვედრა Majorel-ის წარმომადგენელთან – Booster Talks
15 დეკემბერს, 16:00 საათზე,  Booster Talks-ის ფარგლებში შეხვედრას გამართავს საერთაშორისო კომპანიის Majorel შერჩევისა და დასაქმების ჯგუფის ხელმძღვანელი შორენა ქუთათელაძე.

კომპანია Majorel-მა საქართველოში 2016 წლის სექტემბერში დაიწყო ოპერირება და ამჟამად სამი ოფისითაა წარმოდგენილი, მათ შორის ორი თბილისშია და ერთი ქუთაისში. კომპანია ემსახურება კლიენტებს მოგზაურობის, ელექტრონული კომერციის, ინფორმაციული და ციფრული ტექნოლოგიებისა და ავტოინდუსტრიის მიმართულებით.

BOOSTER Talks გულისხმობს ექსკლუზიურად ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საქართველოში მოქმედ კერძო, საჯარო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელებთან ონლაინშეხვედრებს.

 მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს:

Majorel მსოფლიოსა და საქართველოში;
რას სთავაზობს Majorel Georgia დასაქმებულებს?
 კომპანიის  ვაკანსიები;
როგორ დავსაქმდეთ Majorel Georgia-ში?
მნიშვნელოვანი რჩევები სამუშაოს მაძიებელთათვის.

შეხვედრა საინტერესო იქნება ნებისმიერი მიმართულების სტუდენტებისა და  კურსდამთავრებულებისთვის.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა არა უგვიანეს 15 დეკემბრის 12:00 საათისა.

შეხვედრის ბმულს გამოგიგზავნით შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე.

დრო:15 დეკემბერი, 16:00 საათი.

Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი, გვარი *
ელ-ფოსტა *
ტელეფონის ნომერი *
სურვილისამებრ, წინასწარ შეგიძლიათ დატოვოთ თემატური შეკითხვა, რომელსაც შეხვედრის დროს მომხსენებელი უპასუხებს:
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This form was created inside of Ilia State University. Report Abuse