საბავშო ბაღების დამფუძნებლების ქსელში გაწევრიანების ფორმა
მოგესალმებით! საბავშვო ბაღების საკონსულტაციო ცენტრი აცხადებს მიღებას საბავშვო ბაღების დამფუძნებელთა ქსელში.

საბავშვო ბაღების დამფუძნებელთა ქსელის მიზანია კერძო სექტორში დაგროვებული ცოდნისა და იდეების გაზიარება ადრეული და სკოლამდელი განათლების დარგის გაუმჯობესებისთვის.
დამფუძნებლების ქსელის 2023 წლის სამუშაო ჯგუფის ლიდერი გახლდათ ინა ფურცხვანიძე ( საბავშვო ბაგა-ბაღი ინდიგო ბავშვები Kindergarten Indigo Kids ), რომელიც ქსელის წევრებმა ხმათა უმრავლესობით 2023 წლის აპრილში აირჩიეს.

საბავშვო ბაღების დამფუძნებლების ქსელის მუშაობას არეგულირებს ჩვენი დებულება. მასში გაწევრიანების უფლება აქვთ კერძო ბაღების დამფუძნებლებს. ქსელის წევრი ხარისხისა და კურიკულუმის ქსპერტები მუდმივად აზიარებენ ავტორიზებასთან დაკავშირებულ სიახლეებს და მხარს უჭერენ დარგის კერძო სექტორის განვითარებას.

თუ გაქვთ სურვილი გაწევრიანდეთ კერძო ბაღების დამფუძნებლების ქსელში, გთხოვთ შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა. 

ქსელის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია

1. გუნდში მუშაობის ეთიკისა და კოლეგიალურობის პრინციპების დაცვა; 2. საერთაშორისო და ადგილობრივ ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმწოდებელ ორგანიზაციებთან და ინსტიტუტებთან თანამშრომლობა; 3. კერძო ბაღებში ინოვაციური პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; 4. საერთაშორისო თუ ეროვნულ აქტივობებში კერძო ბაღების თანამშრომლების ჩართულობის ხელშეწყობა; 5. ხარისხიანი ადრეული და სკოლამდელი განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა; 6. ადრეული და სკოლამდელი განათლების ფარგლებში სამეცნიერო კონფერენციების, სიმპზიუმების, სემინარებისა და სხვა ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზების ხელშეწყობა; 7. კერძო საბავშვო ბაღების პერსონალის განვითარების ხელშეწყობა; 8. დამფუძნებელთა ქსელის მუშაობის საფუძველზე შექმნილი ინოვაციური პროდუქტების ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა ასეთის არსებობის შემთხვევაში; 9. ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროს მომიჯნავე ორგანიზაციებთან, სტარტაპებთან და კომპანიებთან თანამშრომლობის გაღრმავება; 10. მშობლებთან და თემთან თანამშრომლობის გაღრმავება; 11. ინკლუზიური ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.

კერძო საბავშვო ბაღების დამფუძნებელთა ქსელის წევრები თანხმდებიან და იცავენ ადამიანის ღირსების, ემოციური კეთილდღეობის, სამართლიანობის, სანდოობის, კონფიდენციალურობის, გამოხატვის თავისუფლებისა და თავაზიანობის ეთიკურ სტანდარტებს. ქსელში ამ დროისთვის გაწევრიანებულია 40-ზე მეტი კერძო ბაღი საქართველოდან. შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით : 595 67 47 48


Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი, გვარი *
საბავშვო ბაღის დასახელება *
ორგანიზაციის მისამართი *
თქვენი ტელეფონის ნომერი *
თქვენი ელ. ფოსტის მისამართი *
აღწერეთ თქვენი მოტივაცია. რატომ გსურთ კერძო ბაღების დამფუძნებლების ქსელში გაწევრიანება? *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. - Terms of Service - Privacy Policy

Does this form look suspicious? Report