პიროვნული ზრდის და ემოციური ინტელექტის  კურსი
 
✨ 9-10 სექტემბრიდან აზროვნების აკადემიაში 5-დან 17 წლამდე მოზარდებისთვის პიროვნული ზრდისა და ემოციური ინტელექტის კურსი იწყება !

✅ კურსის აღწერა:

ვინ არის პიროვნება და როგორ უნდა გამოიმუშაოს მან პიროვნული განვითარებისთვის საჭირო უნარები. რა არის ემოციური ინტელექტი და რა მნიშვნელობა აქვს მას ადამიანის ფსიქოემოციურ კეთილდღეობაში.

კვლევები ადასტურებენ, რომ, გონებრივი ინტელექტი და აკადემიური უნარების განვითარება არასაკმარისია ადამიანის წარმატებისა და მენტალური ჯანრთელობისთვის. ისეთი პიროვნული მახასიათებლებისა და უნარების განვითარება, როგორიცაა თვითცნობიერება, თანაგანცდა,  საკუთარი ემოციების გაგება და რეგულაცია, სხვისი ემოციების აღქმა, კომუნიკაციის მართვა – მნიშვნელოვანია  პიროვნების ფსიქოემოციური კეთილდღეობისთვის.

პროგრამა ეფუძნება ტრადიციულ და ახალ ფსიქოანალიტიკურ და ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ხედვას, ასევე ქცევის გამოყენებითი ანალიზის თეორიას (დასწავლის თეორიაზე დაფუძნებულ სისტემურ ინტერვენციას).

პროგრამა ფოკუსირებულია განვითარების ფსიქოლოგიის თეორიებსა და პრაქტიკაზე. ასევე, თანამედროვე სამეცნიერო კვლევებზე აქტუალურ საკითხებზე/ტენდენციებზე და ითვალისწინებს ასაკობრივ თავისებურებებს.


🔰კურსის ფარგლებში შეხვედრები დაეთმობა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა:

▶ ემოციების მართვა.
▶ პიროვნების ფსიქოლოგიური პორტრეტი.
▶ პიროვნების ფსიქოსოციალური, ემოციური, კოგნიტური განვითარების ეტაპები და კრიზისები.
▶ ქცევა, ქცევის პროგნოზირება. განწყობა, მისი მნიშვნელობა ქცევის ფორმირებაში.
▶ პოზიტიური აზროვნების ჩამოყალიბება (თეზა: არ არსებობს წაგება, არსებობს მოგება და გამოცდილება)
▶ მოტივაცია – მისი მნიშვნელობა, როგორ შევიქმნათ მოტივაცია.
▶ თვითპრეზენტაცია
▶ სხეულის ენა
▶ მიჯაჭვულობა
▶ თვითშეფასება
▶ შიშები, მათი დაძლევის გზები
▶ ეფექტური კომუნიკაცია, კონფლიქტების რეგულაცია.
▶ კონფლიქტური ემოციური მდგომარეობები (სტრესი, აფექტი, ფრუსტრაცია)
▶ ემპათიის უნარის გამომუშავება
▶ემპათია, ასერტიულობა
▶პირველადი ემოციები
▶ემოციების გამოხატვის ფორმები
▶ აგრესია
▶კომპლექსები
▶მოსმენა, ყურადღების კონცენტრაცია
▶ბრაზის მართვა

✅ შეხვედრები გულისხმობს მსჯელობის, გამოცდილების გაზიარების, ფსიქოლოგთან ინტერაქციის ფორმატს, ჯგუფის წევრების მაქსიმალურ ჩართულობას. კურსი დატვირთული იქნება პრაქტიკული სავარჯიშოებით, ფსიქოდრამებით, პროექციული ტესტებით და თეორიული ინფორმაციით.

✅ კურსი მოიცავს განმავითარებელ, კოგნიტურ, ფუნქციონალურ აქტივობებს, რომლებიც ემოციურ და ქცევით თვითრეგულირებას უწყობს ხელს.

🔹 შეხვედრებს წარმართავენ აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგები
🔹 პროგრამის ნაწილია ყოველთვიური სალექციო შეხვედრები მონაწილეთა მშობლებისათვის.  ბავშვის აღზრდის, შესაბამისი ასაკობრივი ფსიქოლოგიური თავისებურებების შესახებ აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგებთან.
 
🕗 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, შაბათს ან კვირას.
⏳ შეხვედრის ხანგრძლივობა – 1სთ და 45 წთ (5-6, 7-8 ასაკისათვის, 1 საათი და 30 წუთი).
🔖 კურსის საფასური – თვე (4 შეხვედრა) – 190 ლარი.
🔖წლიური გადასახადის სრულად გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება. 
🔖 დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

📌 მისამართი: თ. იოსებიძის 57, პ.ქავთარაძის 44. 
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:0322 15 15 40

Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი, გვარი *
მოსწავლის ასაკი  *
მოსწავლის დაბადების თარიღი: *
MM
/
DD
/
YYYY
მშობლის/პასუხისმგებელი პირის ტელეფონის ნომერი *
მშობლის/პასუხისმგებელი პირის ელ. ფოსტა *
მისამართი: *
სასწავლო დაწესებულება, რომელშიც დადის მონაწილე: *
დამატებითი ინფორმაცია მოსწავლის შესახებ: *
გსურთ თუ არა, „აზროვნების აკადემიამ“ პერიოდულად მოგაწოდოთ ინფორმაცია სიახლეების შესახებ, პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის გათვალისწინებით?
*
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy