Online ENVOY (რეგისტრაცია)
ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტთა საყურადღებოდ!
მსოფლიოში და ქვეყანაში შექმნილი სიტუაცის გათვალისწინებით, მაშინ როდესაც დისტანციური სწავლა-სწავლება ასეთი მნიშვნელოვანია, ყველას კარგად მოეხსენება თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს უფროსკლასელთათვის საგანმანათლებლო პროგრამებზე, სტუნდეტურ ცხოვრებაზე საუბარს. სწორედ ამიტომ თსუ საბავშვო უნივერსიტეტი და სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი იწყებს სრულიან ახალ და ინოვაციურ პროექტს „Online ENVOY”.
პროექტი ეფუძნება „თსუ დესპანს“  და იზიარებს იმ ამოცანებს და ძირითად შინაარსობრივ ნაწილს, რომელსაც პროექტი უკვე მისი არსებობის 9 წლის განმავლობაში უზიარებდა მოსწავლეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
პროექტში მონაწილეობა და ჩართულობა ხელს შეუწყობს სტუდენტებში მოხალისეობრივი პრაქტიკის დანერგვას და არაფორმალური განათლების განვითარებას.
„Online ENVOY”-ში მონაწილეებს დაეგზავნებათ ის საჭირო ელექტრონული მასალა, რომლის საშუალებითაც მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ის საჭირო ინფორმაცია, რომელიც აუცილებელი იქნება მოსწავლეებთან დისტანციური მუშაობის დროს.
პროექტის მონაწილეები, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას და განახორციელებენ სავალდებულო აქტივობას, მიიღებენ მონაწილეობის სერტიფიკატს და ამასთან ერთად ექნებათ შესაძლებლობა სრულიად უფასოდ გაიარონ ტრენინგები და სასერტიფიკატო კურსები. მათ შორის „კარიერის მართვის“ ელექტრონული კურსი elearning.tsu.ge-ს პლატფორმაზე.
პროექტის ტექნიკური მხარე
პროექტი უნდა განხორციელდეს Zoom-ის საშუალებით.
საჭიროების შემთხვევაში მონაწილეებთან მოხდება დისტანციური გასაუბრება ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით.
მონაწილის მიზანია აღნიშნული აქტივობა განახორციელოს უფროსკლასელ სკოლის მოსწავლეებთან(დაინტერესებული მოსწავლეების ჩართულობა უნდა მოხდეს მშობლიური სკოლიდან), მიაწოდოს მათ ინფორმაცია უნივერსიტეტის, საგანმანათლებლო პროგრამების და სტუდენტური ცხოვრებისა შესახებ.
როგორ დავადასტუროთ რომ სავალდებულო დისტანციური შეხვედრა ჩავატარეთ?
გადმოვგზავნოთ მინიმუმ 1 სქრინი, გადაღებული დისტანციური შეხვედრის მიმდინარეობისას.
რამდენი მოსწავლე უნდა იყოს ჩართული აღნიშნულ აქტივობაში?
მინიმუმ ერთი მოსწავლე.

პროექტში მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდით 2 აპრილიდან - 12 აპრილის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 597222616 / tsuenvoy@tsu.ge

შენი ჩართულობა მნიშვნელოვანია, დარჩი სახლში და დაეხმარე სხვას სწორი არჩევანის გაკეთებაში!
#STOPCOV

Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი გვარი
ფაკულტეტი
Clear selection
საფეხური
Clear selection
მიმართულება
სემესტრი
Clear selection
მიგიღიათ მონაწილეობა თსუ დესპანში?
Clear selection
რომელი სკოლის, ქალაქის, მუნიციპალიტეტის, სოფლის მოსწავლე(ებ)ს შესთავაზებთ ამ აქტივობას?
თქვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა
საკონტაქტო ტელეფონი
გაქვთ თუ არა zoom-ში მუშაობის პრაქტიკა?
Clear selection
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This form was created inside of TSU. Report Abuse