Startup Factory Accelerator - Batch 2
UG Startup Factory 15 სექტემბრიდან იწყებს სტარტაპ აქსელერაციის პროგრამაზე რიგით მეორე ნაკადის მიღებას. პროგრამა განკუთვნილია იდეის ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის, რომლებსაც სურთ შექმნან სრულიად ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტი, პროცესი ან მომსახურება და შესთავაზონ ის გლობალურ ბაზარს.
პროგრამის მონაწილეებს ექნებათ წვდომა კომპანია Future Laboratory-ის საინვესტიციო ფონდთან, საიდანაც მოხდება საინტერესო სტარტაპების დაფინანსება აქსელერაციის შემდგომ.

პროგრამა გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში და მონაწილეები გაივლიან შემდეგ ეტაპებს:

იდეის ვალიდაცია და ტესტირება;
გუნდის ფორმირება;
ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბება;
MVP-ზე მუშაობა;;
მომზადება ინვესტორებთან ფიჩინგისთვის;
დემო დღე პირველადი ინვესტიციის მისაღებად და პროდუქტის ფართო აუდიტორიისთვის გასაცნობად.

.პროექტის მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან:

მუდმივი სამუშაო სივრცით UG Startup Factory-ის საერთო სამუშაო სივრცეში;
მაღალტექნოლოგიური აპარატურით, რომლის გამოყენებითაც შეძლებენ პროტოტიპირებას (ფაბლაბი, მობილური აპლიკაციების ლაბორატორია, ელექტროინჟინერიის ლაბორატორია და სხვა);
მენტორებითა და გამოცდილი ტექნიკური სპეციალისტებით;


აქსელერაციის პროგრამისთვის ჯამში შეირჩევა 10 სტარტაპი.

პროგრამის ფარგლებში შერჩეულ სტარტაპებს ჩაუტარდებათ:

OFFICE HOURS - შეხვედრები წარმატებულ სტარტაპებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით;
ტრენინგები და კონსულტაციები მათ საჭიროებაზე მორგებულ თემებზე;
მოსამზადებელი პროგრამა ინვესტორებთან შეხვედრისთვის;
ყოველკვირეული რეპორტინგისა და ბრეინშთორმინგის სესიები Startup Factory-ის გუნდთან.

სააქსელერაციო პერიოდი: 05/10/2018 - 05/12/2018

რეგისტრაციის ბოლო ვადა - 29 სექტემბერი.

სტარტაპის, გუნდის სახელი/Name of the startup/Team *
საჭიროების შემთხვევასი სახელის შეცვლა შესაძლებელი იქნება აქსელერაციის პროცესის განმავლობაში/it's possible to change the name of the startup during the acceleration program
Your answer
გუნდის წევრების სახელები, ტელეფონის ნომრები, ელ.ფოსტა და გუნდში განაწილებული თანამდებობები/პასუხისმგებლობები/team members names/phones/emails and positions/responsibility of each member *
Your answer
რა პროდუქტის ან მომსახურების შექმნა გსურთ, რისთვისაც გესაჭიროებათ ჩვენს პროგრამაში მონაწილეობა?/what kind of product/ service you want to create and why you need our program ? *
Your answer
Next
Never submit passwords through Google Forms.
This form was created inside of FutureLab. Report Abuse - Terms of Service