პროექტი "დიაპაზონი"

მონაწილეების ქოლი


პროექტი "დიაპაზონის" ფარგლებში იგეგმება, საქართველოში მცხოვრებ ლბტ ქალებისთვის თავისუფალი სივრცის შექმნა, სადაც თემის წევრებს საშუალება მიეცემათ, პრაქტიკულ პრობლემებზე თავისუფლად მსჯელობისა და მათი ღიად განხილვის საშუალებით, გამოძებნონ საზოგადოებაში ინკლუზიის ალტერნატიულ მეთოდები. პროექტი განხორციელდება ქალაქ ბოლნისში 6 დან 13 სექტემბრის ჩათვლით.

უნდა აღინიშნოს, რომ დღეს, საქართველოში, პატრიარქალური წყობის პირობებში საზოგადოებისგან იგნორირებულ ლგბტქ დისკურსში, კიდევ უფრო უხილავია ლბტ ქალების საკითხები. პროექტი სწორედ ამ საკითხების წინ წამოწევას ისახავს მიზნად, რომელშიც მონაწილეები შეირჩევიან მათ მიერ გამოგზავნილი აპლიკაციების საფუძველზე. აპლიკაციის გამოგზავნის საშუალება აქვს ლბტ თემატიკით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

შერჩეული მონაწილეები დაიყოფიან 4 თემატურ ჯგუფად:

1. ლბტ ქალები პატრიარქალური კულტურაში

2. ლბტ ქალები ლგბტქ მოძრაობაში

3. ტრანსგენდერ ადამიანთა გამოცდილება როგორც დომინანტურ, ისე ლგბტქ დისურსში

4. ლბტ ქალთა პრობლემები და საჭიროებები დღევანდელ პირობებში

პროექტის ფარგლებში პირველი ორი დღე დაეთმობა მონაწილეების გამოცდილების გაზიარებას, ხოლო შემდგომი სამი დღე ლექციებს წინასწარ განსაზღვრული სილაბუსის გათვალისწინებით. ლექციები და დისკუსიები დაფუძნებულია ცოდნის ორმხრივი გაცვლის პრინციპზე. სალექციო კურსის დამთავრების შემდეგ მონაწილეები მოემზადებიან კონფერენციისათვის, რაც მათ საშუალებას მისცემს შეიძინონ არა მხოლოდ ღონისძიების დაგეგმვისა და ფასილიტაციის გამოცდილება, არამედ ,თავად მოამზადონ მოხსენება შესაბამის თემაზე. მონაწილეები თავად განსაზღვრავენ კონფერენციის საჯაროობას.

მონაწილეების მგზავრობისა და კვების ხარჯებს მთლიანად ფარავენ ორგანიზატორები.

აპლიკაციები მიიღება 25 აგვისტოს ჩათვლით.


პროექტის კოორდინატორი: გვანცა დეისაძე
ელ. ფოსტა: gerlin.63@gmail.com

ჯგუფების ხელმძღვანელები: ირა სილანტევა
ალა პარუნოვა
გიორგი ბარძიმაშვილი
ერეკლე მგელაძე

    This is a required question
    This is a required question
    This is a required question