Request edit access
განაცხადი SKYE წევრის მიღებაზე
გახდი SKYE CLUB-ის წევრი!

ადგილმდებარეობა: თბილისი (რუსთაველის #21)

პაქტრიარქის ფონდისა და World Vision საქართველოს მიერ 2016-2022 წლებში წარმატებით განხორციელდა SKYE (Skills and Knowledge for Youth Economic Empowerment) პროგრამა. 2022 წლიდან პროექტი გრძელდება და ცხადდება მიღება ახალი SKYE კლუბების წევრების პოზიციაზე!

• SKYE კლუბი არის „ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბი“ (SKYE)
• SKYE კლუბების წევრების ასაკი: 16-25 წელი

• SKYE კლუბის ხანგრძლივობა - 9 თვე
 (ოქტომბერი 2022 - ივნისი 2023)
• SKYE კლუბის წევრობა უფასოა!

კლუბის შეხვედრებს გაუძღვებიან წინასწარ შერჩეული, შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე ლიდერები/ფასილიტატორები. კლუბის ფარგლებში შეხვედრები აგებულია ინტერაქტიულ მეთოდებზე და მონაწილეთა მაქსიმალურ ჩართულობაზე. პროგრამა მოიცავს: ლიდერობის, დასაქმების და აქტიური მოქალაქეობის თემატიკებს.

SKYE კლუბის შერჩეული წევრები:

• კვირაში ერთხელ წინასწარ განსაზღვრულ დროს და სივრცეში შეიკრიბებიან და მათთვის მნიშვნელოვან თემებზე იმსჯელებენ;

• მოისმენენ საინტერესო ტრენინგებს მოწვეული სტუმრებისა და SKYE კლუბის ფასილიტატორებისგან;

• დაგეგმავენ სასწავლო მიმართულებების მიხედვით სოციალურ პროექტებს;

• შეხვდებიან სხვადასხვა სფეროს ცნობილ და წარმატებულ ადამიანებს;
 გამართავენ დისკუსია/დებატებს აქტუალურ საკითხებზე;

• ჩაერთვებიან გასვლით ღონისძიებებში და სხვადასხვა სახალისო გუნდური სავარჯიშოების შესრულებაში;

• SKYE კლუბის ლიდერებთან და სხვა მონაწილეებთან ერთად დაგეგმავენ და განხორციელებენ მათთვის საინტერესო სხვა აქტივობებს.

SKYE პროგრამა შემუშავებულია რუმინეთის „New Horizons Foundation“-ის და World Vision Australia-ის მიერ და აგებულია მოხალისეობრივ საწყისებზე. ამჟამად პროგრამა 10 ქვეყანაში მოქმედებს.

განაცხადები მიიღება 2022 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით.
გისურვებთ წარმატებებს! :)


Sign in to Google to save your progress. Learn more
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი.
World Vision საქართველო
სახელი, გვარი *
დაბადების თარიღი *
საცხოვრებელი მისამართი *
ელ. ფოსტა *
ტელეფონი *
სკოლა/კლასი - უნივერსიტეტი/კურსი *
მონიშნეთ ქალაქი სადაც გსურთ წევრობა: *
Required
როგორ გაიგეთ ჩვენს შესახებ (მაგ. სოციალური მედია, მეგობარი, სხვა...) *
ყოფილხართ თუ არა მსგავსი კლუბის/ახალგაზრული გაერთიანების წევრი? რომელი? *
რისი მიღება/სწავლა გსურთ SKYE კლუბის წევრობის პერიოდში? *
რას აკეთებთ თავისუფალ დროს? მოგვიყევით, თქვენი ინტერესების შესახებ. *
სპეციალური საჭიროებები (გაქვთ თუ არა რაიმე სახის სპეციალური საჭიროება? მაგ: შეზღუდული შესაძლებლობა, სპეციალური დიეტის საჭიროება და სხვ.): *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy