Request edit access
ფსიქოლოგიისა და მხატვრული ლიტერატურის პროგრამა 
✨ აზროვნების აკადემიაში ონლაინ საკვირაო სკოლა ბრუნდება!

🟢უკვე დღეიდან შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ონლაინ საკვირაო სკოლაში ფსიქოლოგიისა და მხატვრული ლიტერატურის პროგრამაზე, რომელიც განკუთვნილია 7-17 წლის ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის!

🟢 ფსიქოლოგიისა და მხატვრული ლიტერატურის პროგრამა აერთიანებს ორ მიმართულებას, სადაც შეხვედრების თემატიკა და მიდგომები მორგებულია ასაკობრივი კატეგორიების სპეციფიკას. 

📚 ლიტერატურის მიმართულებით შეხვედრებზე მოსწავლეები ეცნობიან ასაკისთვის შესაბამის ლიტერატურას, მსჯელობენ ტექსტებზე და განიხილავენ მათში წამოჭრილ მნიშვნელოვან საკითხებს. პროგრამა დატვირთულია ზღაპრებით, იგავებით, მითებით, კლასიკური თუ თანამედროვე მხატვრული ნაწარმოებებით, ასევე  ფილოსოფიური ტექსტებითა და საკითხებით უფროს ასაკობრივ კატეგორიაში.

🎯ლიტერატურული შეხვედრების მიზანია, მოზარდმა შეძლოს ნაწარმოებებში ასახული პრობლემატიკის აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, მხატვრულ ტექსტთან დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსიური მიდგომა.

💡 ფსიქოლოგიის მიმართულება მოიცავს კომპლექსურ საკითხებს. ფსიქოლოგთან ერთად ჯგუფი განიხილავს აქტუალურ, მათი ასაკისთვის საინტერესო, განსაკუთრებით პრობლემურ საკითხებს (სირთულეების დაძლევის გზები, ემოციების მართვა, კომპლექსები, ფობიები, კომუნიკაციის პრობლემები, თვითშეფასება, ინტერნეტდამოკიდებულება…)
მეგობრულ და თავისუფალ სივრცეში თანატოლები ერთმანეთს აზრებსა და გამოცდილებას უზიარებენ.

🔹 პროგრამის ნაწილია ყოველთვიური სალექციო შეხვედრები მონაწილეთა მშობლებისათვის.  ბავშვის აღზრდის, შესაბამისი ასაკობრივი ფსიქოლოგიური თავისებურებების შესახებ აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგებთან. დასწრება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ. 

🔰 აზროვნების აკადემია არის სივრცე, აზრთა გაცვლა-გამოცვლის, გამოცდილების გაზიარებისა და ინტერაქციისათვის, სადაც მონაწილეთათვის ცოდნის და გამოცდილების შეძენა მოსაწყენი და მომაბეზრებელი პროცესის ნაცვლად სახალისო და საინტერესოა. 

🔹 შეხვედრებს წარმართავენ აზროვნების აკადემიის პედაგოგები.

📅 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ (შაბათს ან კვირას)
⏳ შეხვედრის ხანგრძლივობა – 1სთ და 45 წთ 
🔖 კურსის საფასური – თვე (4 შეხვედრა) – 160 ლარი.
🔖 სრული კურსის საფასურის ერთიანად გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 20% ფასდაკლება. 
🔖 დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
💻 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება ონლაინ ფორმატში,Google classroom-ის მეშვეობით.

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი, გვარი *
მოსწავლის ასაკი
*
მოსწავლის დაბადების თარიღი 
*
MM
/
DD
/
YYYY
მშობლის/ პასუხისმგებელი პირის ტელეფონის ნომერი
*
მშობლის/ პასუხისმგებელი პირის ელ. ფოსტის მისამართი (გთხოვთ, მიუთითოთ მოქმედი მეილი)
*
საცხოვრებელი ადგილი (ქვეყანა, ქალაქი): *
სკოლა/ბაღი
*
დამატებითი ინფორმაცია მოსწავლის შესახებ:
*
გსურთ თუ არა, „აზროვნების აკადემიამ“ პერიოდულად მოგაწოდოთ ინფორმაცია სიახლეების შესახებ, პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის გათვალისწინებით?
*
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. - Terms of Service - Privacy Policy

Does this form look suspicious? Report